ავტოსპორტი

5:01 | 12.10.2018 | ნანახია 383 - ჯერ

ფორმულა 1-ს შესაძლოა ვიეტნამის დიდი პრიზი დაემატოს

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა კვლავ გაფართოებაზე ფიქრობს. ამასთან, უკვე შერჩეულია ქვეყანა, რომლის დიდი პრიზიც შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატს დაემატოს. ესაა ვიეტნამი.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, ფ1-ის მფლობელი „ლიბერტი მედია“ ამ თემაზე, ვიეტნამის მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. სავარაუდოდ, ტრასა ქვეყნის დედაქალაქ ჰანოიდან 11 კილომეტრში აშენდება. ის ნაწილობრივ ქალაქის ქუჩებში გაივლის. თუმცა იმ სექციებსაც, რომლებიც სარბოლო ტრასისთვის აშენდება, რბოლის შემდგომ, საერთო სარგებლობის გზად გამოიყენებენ.

„ავტოსპორტმა“ იაპონიის დიდი პრიზის დღეებში, საკუთარი წყაროსგან მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლიბერტი მედიასა“ და ვიეტნამის მთავრობას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, ამ ქვეყანაში ფ1-ის პირველი რბოლა 2020 წელს ჩატარდება. ამის თაობაზე ამერიკული კომპანია ოფიციალურად ნოემბერში გამოაცხადებს.

ახლახანს, მედიასთან საუბრისას, ფ1-ის სარბოლო დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა განაცხადა, რომ მოინახულა ადგილი, სადაც ვიეტნამის დიდი პრიზისთვის, სარბოლო ტრასის აშენება იგეგმება. „ტრასის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა მისთვის ადგილი შერჩეულია. ტრასის პროექტირება დაწყებულია და როგორც ვიცი, ისინი დიდი პრიზის ჩატარებას 2020 წელს აპირებენ. ჩვენი გამოცდილება მოწმობს, რომ ეს პრობლემა არ იქნება“, - ამბობს უაიტინგი.

მიმდინარე ჩემპიონატის კალენდარში 21 რბოლა შედის. ეს რეკორდული რიცხვია, რომელიც პირველად 2016 წელს დაფიქსირდა. თუმცა „ლიბერტი მედიასთვის“ ზღვარი არც ესაა - ამერიკული კომპანია შეერთებულ შტატებში კიდევ ერთი რბოლის ჩატარებას აპირებს, რომელსაც სავარაუდოდ, მაიამი უმასპინძლებს.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.044917