ფეხბურთი

22:15 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ანდორა: 12 ოქტომბრის განრიგი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურისთვის მზადების დასკვნით ეტაპზეა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული 24 ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება. საწვრთნელი პროცესის მეოთხე დღეს, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის, შეკრებაზე მყოფი თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

ოთარ კიტეიშვილი: "პირველ ორ მატჩში მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა გვაქვს, თუმცა ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს, წინ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ამ მატჩებისთვის აუცილებელია კარგად მომზადება და სწორი ტაქტიკის შერჩევა. ჩვენ უკვე 4 დღეა შეკრებაზე ვართ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა შევიკრიბეთ, ამ ეტაპზე ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და იმედი გვაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით, წარმატებას მივაღწევთ.“

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ერთა ლიგის შეხვედრაში მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების პრესკონფერნეცია "დინამო არენაზე" ჩატარდება. საქართველოს მომავალი მეტოქე - ანდორა მატჩის მასპინძელ სტადიონზე 12 ოქტომბერს ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრები შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს კვლავ ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

მედიის საყურადღებოდ:

საქართველო-ანდორას მატჩის აკრედიტაციების მიღება 12 ოქტომბერს, 14:00 საათიდან - 17:00 საათამდე დინამო არენას მედია-ცენტრში შეგიძლიათ.

ინფორმაცია აკრედიტებული მედია საშუალებებისთვის:

17:00 - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია - დინამო არენა
18:15 - კოლდო ალვარესის პრესკონფერენცია - დინამო არენა

19:00 - ანდორას ნაკრების ვარჯიში - დინამო არენა (ღიაა საწყისი 15 წუთი)
20:15 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა (ღიაა საწყისი 15 წუთი)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს - 577171761.

საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი).

თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციაზე. ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებები კი ერთი ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

ერთა ლიგის მესამე ტური

13 ოქტომბერი
საქართველო - ანდორა 20:00
ლატვია - ყაზახეთი 20:00

ერთა ლიგის მეოთხე ტური

16 ოქტომბერი
ყაზახეთი - ანდორა 18:00
ლატვია - საქართველო 22:45

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12088