ფეხბურთი

12:57 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტერი „ასტონ ვილაში“ მწვრთნელის ასისტენტი გახდა

„ჩელსის“ ლეგენდამ, ჯონ ტერიმ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. გუშინ ის 47 წლის დინ სმიტის (რომელმაც სტივ ბრიუსი შეცვალა) ასისტენტად დაინიშნა „ასტონ ვილაში.“ შეგახსენებთ, რომ ტერი ბოლო დროს სწორედ ბირმინგემული კლუბის ღირსებას იცავდა. რამდენიმე დღის წინათ კი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„ასტონ ვილამ“ ახალი სპორტული დირექტორიც გმოიცვალა. ამიერიდან ამ თანამდებობაზე ვინმე ხესუს გარსია პიტარჩი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ, „ასტონ ვილა“ ჩემპიონშიპში მე-15 ადგილზეა.

0.11257