ფეხბურთი

12:29 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიკფორდი: უმაყურებლო სტადიონზე უპირატესობა ჩენ გვექნება

ინგლისის ნაკრების მეკარეს, ჯორდან პიკფორდს სჯერა, რომ მისი გუნდი წარმატებით ითამაშებს შაბათს ერთა ლიგის მატჩში ხორვატიასთან. მით უმეტეს, რომ რიეკაში სტადიონი დისკვალიფიკაციის გამო ცარიელი იქნება.

„შარშანაც ვითამაშე ამ სტადიონზე „ევერტონთან“ ერთად. მაშინ ევროპა ლიგის მატჩში „ჰაიდუკს“ ვხვდებოდით. იქაური ქომაგები ძალიან მტრულად იყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილნი, თუმცა ეს მეტ მოტივაციას გვძენდა უკეთ სათამაშოდ. ახლა კი უმაყურებლო სტადიონზე მოგვიწევს თამაში და ეს უპირატესობას ჩვენ გვანიჭებს.“ - უთხრა პიკფორდმა Sky Sports News-ს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ინგლისელები ხორვატებს ახლდამთავრებული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდნებნ და დამატებით დროში 1:2 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117683