სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:55 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოლი ყოველ 13.5 წუთში - პაკო გერმანიაში შეუჩერებელია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პაკო ალკასერმა ჯერ კიდევ „ვალენსიაში“ თამაშისას დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. თუმცა, 2016 წლის ზაფხულში „ბარსელონაში“ გადაბარგება არ წაადგა, კონკურენციას ვერ გაუძლო და შედეგად, ორ სეზონში ჩატარებულ 37 თამაშში ოდენ 10 გოლი გაიტანა.

„კამპ ნოუ“ პაკომ გასულ ზაფხულს დატოვა და გერმანიას მიაშურა, სადაც იჯარით „დორტმუნდში“ ჩაირიცხა. „სიგნალ იდუნა პარკზე“ ესპანელი ისე ათამაშდა, როგორც არასდროს. თამამად შეგვიძლია ვთქავთ, რომ ასეთი კარგი „მესტალიაზეც“ არ ყოფილა.

თავად განსაჯეთ - ბუნდესლიგაში 7 ტური მიილია და პაკო ბომბარდირთა დავას ლიდერობს 6 გოლით. 7 ტურში 6 გოლი, თითქოს მაინც და მაინც განმაცვიფრებელი შედეგი არაა, მაგრამ ალკასერმა მხოლოდ სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა და არცერთხელ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში.

საერთო მონაცემი ასეთია: 3 თამაში, 81 წუთი, 6 გოლი. გამოდის, რომ ყოველ 13.5 წუთში ერთი გოლი გააქვს და ეს ფანტასტიკაა. პირინელმა „აინტრახტთან“ 23 წუთი ითამაშა და სადებიუტო გოლი შეაგდო. მერე იყო „ლევერკუზენთან“ 27 წუთი და დუბლი, რაც „აუგსბურგთან“ 31 წუთით და ჰეთ-თრიქით დაგვირგვინდა! „დორტმუნდის“ ახალწვეულმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში უბრალოდ იფრინა და მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. მიუხედავად მწირი დროისა, მაინც მოასწრო მეტოქის სამჯერ დამწუხრება და შეიძლება ითქვას, პირადად მოაგებინა თავის გუნდს (4:3). პაკო გახდა პირველი ფეხბურთელი 1963 წლის შემდეგ, რომელმაც ბუნდესლიგის საწყის 3 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო. ბოლოს იგივე შედეგი 55 წლის წინ "ჰამბურგის" წევრ გერტ დიოფრელს ჰქონდა ნაჩვენები.

გარდა ამისა, ჩემპონთა ლიგაზეც მოასწრო თავის გამოჩენა, როდესაც „მონაკოს“ გაუტანა. მაგრამ, ბუნდესლიგაში ნახსენებ ციფრებთან „მონეგასკთა“ კარში 90 წუთში გატანილი 1 გოლი რა სახსენებელია...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.12859
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X