ფეხბურთი

17:25 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი: "მილანში" გადასვლა შეცდომა იყო"

ტურინის "იუვენტუსის" მცველი ლეონარდო ბონუჩი "მილანში" გადასვლას შეცდომას უწოდებს. როგორც იტალიელმა მცველმა Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში თქვა, გავნლილმა მოვლენებმა ასწავლა, რომ ცხელ გულზე გაკეთებული არჩევანი არასწორია.

ამასთან, ბონუჩიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დააანონსა, რომ მწვრთნელობა სურს.

„იუვენტუსის“ დატოვება რთული არჩევანი იყო, რომელიც აღშფოთების ნიადაგზე მივიღე. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ განრისხება გვაიძულებს არასწორი არჩევანის გაკეთებას. ფაქტია, "მილანში" გადასვლა ჩემი კარიერის მთავარი შეცდომა იყო.

ის, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მოხდა, სიამაყის საფუძველს მაძლევს. მხოლოდ აქ, ამ მაისურით შემიძლია გამოვხატო ჩემი პოტენციალი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

„იუვე“ ოჯახია. როდესაც დავბრუნდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არასდროს წავსულვარ. ყველა, პრეზიდენტიდან დაწყებული უბრალო თანამშრომლით დასრულებული, თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. აქ არის მენტალიტეტი, რომელიც ყველა მიზნის მიღწევისკენ არის მიმართული.

ჩემი ოცნებაა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დიდი გუნდის მწვრთნელი გავხდე, სასურველია ეს „იუვე“ იყოს. ამიტომაც, მე მავკვირდები ყველა მწვრთნელს და ვცდილობ საიდუმლოების შესწავლას", - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი "იუვენტუსს" 2010 წელს შეუერთდა, ხოლო 2017 წელს "მილანში" გადავიდა. თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად ტურინში გასულ ზაფხულს დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123497