ფეხბურთი

16:15 | 10.10.2018 | ნანახია 1349 - ჯერ

სებასტიან კოატეშის გმირობა - ურუგვაელმა თანაგუნდელი სიკვდილისგან იხსნა (+VIDEO)

ლისაბონის „სპორტინგის“ მცველმა სებასტიან კოატეშმა თანაგუნდელი რომან სალინი სიკვდილს გადაარჩინა. პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სპორტინგი“ „პორტიმონენსეს“ (2:4) ესტუმრა და შეხვედრის 43-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა.

სწორედ ამ ეპიზოდში ლისაბონელთა ფრანგმა მეკარემ ნახტომისას თავი ძელს მიარტყა და გონება დაკარგა. ინცინდენტი პირველმა ურუგვაელმა მცველმა შეამჩნია და თანაგუნდელს პირველადი დახმარება გაუწია, რამაც ექიმებს საქმე გაუადვილა.

სალინმა თამაში ვეღარ გააგრძელა, მაგრამ კოატეშის დახმარებით სიცოცხლე შეინარჩუნა. საინტერესოა, რომ „ლივერპულის“ ექსფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში გოლიც გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:04 | 10.10.2018
#გავკარიჩემსპრეზიდენტს (KORBEN) (13594)

არადა, სულაც არ არის აუცილებელი ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ხელები ჩასთხარო პირში მაჯებამდე
საკმარისია გვერდზე გადაატრიალო და თავის ქვეშ რამე დაუდო (ნუ, ამ შემთხვევაში მისი თავი ხელით უნდა დაეჭირათ გარკვეული დროის განმავლობაში).

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.047037