თამაშგარე

15:02 | 10.10.2018 | ნანახია 1509 - ჯერ

ბერლუსკონის ახირება - “მონცა“ საყურეების, ტატუებისა და გრძელი თმის გარეშე...

ჩვენთანაც წაიკითხავდით, ამ ცოტა ხნის წინ, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “მილანის“ ასევე ყოფილმა მეპატრონემ სილვიო ბელუსკონმა მის ახალ საფეხბურთო კლუბ “მონცაში“ ფეხბურთელებს ტატუებისა და საყურეების ტარება რომ აუკრძალა. ბერლუსკონიმ ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ დროა ფეხბურთი ჩამოვაშორით სნობიზმს და თავის ბუნებრივ საწყისებს დავუბრუნოთო.

ამ ამბავს უკვე გამოეხმაურა იტალიის ფეხბურთელთა პროფკავშირი, სადაც ფიქრობენ, რომ ბატონი სილვიოს ეს გადაწყვეტილება და განცხადება გარდა იმისა, რომ ფეხბურთელების დისკრედიტაციას ახდენს, ასევე არღვევს შრომით უფლებებსაც, რადგან მათი აზრით ადამიანს უფლება აქვს სამუშაო ადგილზე (ამ შემთხვევაში საფეხბურთო მოედანზე) ისე იმოღვაწეოს, როგორც მას გაუხარდება და რაც მთავარია, საქმე ამით არ გაფუჭდება.

თითქოს ამ წინააღმდეგობას ელოდაო, ბერლუსკონკმა მთლად “აუშვა აფრები“ და განაცხადა: მხოლოდ საყურეებსა და ტატუებს კი არა, ზედმეტად გრძელ თმებსაც ვკრძალავ და ჩემს კუთვნილ კლუბში მოღვაწე ხალხის იერ-სახეს თავად ვაწესებო. საინტერესოა, საბოლო ჯამში “მონცასთვის“ რა შედეგების მომტანი აღმოჩნდება ეს აკრძალვები და აისახება თუ არა კლუბის მიერ ნაჩვენებს შედეგებზე უტატუო, უსაყურებო და მოკლეთმიან მობურთალთა იმიჯი.

Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:26 | 12.10.2018
federerjamesliverpooldelpotro (10392)

სულ მაინტერესებდა ვინ აფინანსებდა ქართულ მარშს

13:56 | 11.10.2018
BEERTRANCE (97819)

ჩავაბაროთ ბერლუს ქართული კლუბები DDDDDDD

22:58 | 10.10.2018
ogafa (8102)

22:52 | 10.10.2018
dubligi (652)

ეს უნდა ქართველ წვერებიან სპოტსმენებს ერთი კვირით და მოაგვარებს...ისე კი, ცოტა მეტისმეტია ქართულ პონტშიც და საერთოდაც...

15:15 | 10.10.2018
#გავკარიჩემსპრეზიდენტს (KORBEN) (13594)

გრძელი თმების აკრძალვის იდეას უეჭველი გალიანი ჩააწოდებდა

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.076595