კალათბურთი

14:00 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტ ჯენინგი: “საქართველოს ნაკრებში კარგი დრო გავატარე”

ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ესპანური “ბასკონიასა” და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრ მეტ ჯენინგის ბლოგი გამოქვეყნდა. ამერიკელმა ლეგიონერმა გასული ზაფხულის ამბებზე ისაუბრა და საქართველოს ეროვნული გუნდის რიგებში გატარებული პერიოდიც გაიხსენა. ჩვენს მკითხველს ჯენინგის ნაამბობიდან სწორედ ამ ეპიზოდს გავაცნობთ.

“ეს, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო ზაფხული იყო. ივლისიდან მოყოლებული მე და ჩემი მეუღლე პირველი შვილის მოლოდინში ვიყავით და 3 აგვისტოს გოგონა გაგვიჩნდა, რომელსაც მია დავარქვით.
ამ ამბიდან ორიოდ კვირაში საწვრთნელი პროცესი დაიწყო და გარკვეული პერიოდი ვიტორიაში ვიყავი, შემდეგ კი, თბილისში ჩავედი და მზადება საქართველოს ნაკრების რიგებში გავაგრძელე. იქ ნამდვილად კარგი დრო გავატარე. ჩინებული ბიჭები არიან.
ჩვენ ისრაელში მოვიგეთ, საბერძნეთთან კი ძალიან გულსატკენი მარცხი განვიცადეთ. საერთო ჯამში, გასულ ზაფხულს ყველაფერი კარგად წარიმართა, ამდენად, ახალ სეზონს მომზადებული ვხვდები”.
შეგახსენებთ, რომ ისრაელთან ხსენებულ შეხვედრაში ჯენინგმა 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, საბერძნეთთან კი მისი მონაგარი 17 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

0.117529