სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:59 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

10 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1976. დაიბადა ლევან ცქიტიშვილი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს”, “ფრაიბურგის”, დონეცკის “მეტალურგისა”, “ვოლფსბურგის”, “პანიონიოსის”, “ვეენის” ფეხბურთელი. საქართველოს 1994, 1995, 1996, 1997, 1998 წლების ჩემპიონი. საქართველოს თასის მფლობელი (1995, 1996, 1997). გერმანულ ბუნდესლიგაში ჩატარებული აქვს 111 შეხვედრა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 58 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. რამდენიმე მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1868. ერთ-ერთ კანადურ გაზეთში პირველად დაისტამბა საფეხბურთო მატჩის მიმოხილვა.

1892. ჰონკონგის კრიკეტისტთა ნაკრები ტაივანის სანაპიროსთან მომხდარი საზღვაო კატასტროფისას დაიღუპა.

1899. ინგლისელმა გამომგონებელმა ჯონსონმა ველოსიპედის ჩარჩო დააპატენტა.

1908. აშშ-ში დაარსდა ბეისბოლის მატჩების მიმომხილველ ჟურნალისტთა ასოციაცია.

1949. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით მესამე მატჩი გაიმართა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა “ტორონტო მეიფლ ლივზს” 3:1 მოუგო. შეხვედრა ტორონტოში ჩატარდა.

1960. ამერიკულ ფეხბურთში კალიფორნიის გუნდის 16 წევრი ქალაქ ტოლედოსთან მომხდარ საავიაციო კატასტროფას ემსხვერპლა.

1964. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” მათვრამეტე მატჩი გაიმართა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა “ტორონტო მეიფლ ლივზს” 3:2 მოუგო. შეხვედრა ტორონტოში ჩატარდა.

1964. ტოკიოში თანამედროვეობის რიგით მეთვრამეტე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასში მონაწილეობა 93 ქვეყნის 5 133 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები გავიდა (30 ოქრო, 31 ვერცხლი, 35 ბრინჯაო). მეორეზე ამერიკელი ათლეტები აღმოჩნდნენ (36, 26, 28), ხოლო მესამე საფეხური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარგზავნილებმა დაიკავეს (7, 11, 13). ქართველთაგან ოლიმპიური ჩემპიონები ნუგზარ ასათიანი (ფარიკაობა) და ვაჟა კაჭარავა (ფრენბურთი) გახდნენ.

1968. ამერიკელმა მძლეოსანმა დი ევანსმა 400 მეტრზე გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (43.86).

1976. 98 წლის ბერძენი დიმიტრიოს იორდანიდისი ყველაზე უხუცესი სტაიერი გახდა, რომელმაც მარათონულ გარბენში მიიღო მონაწილეობა.

1979. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “კვებეკ ნორდიკსის” ფორვარდმა ჟან კლოტიემ თავის სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო.

1979. ლეგენდარულმა კანადელმა ჰოკეისტმა უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა.

1998. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლატვიასთან 0:1 წააგო. მატჩი რიგის “დაუგავას” სტადიონზე ჩატარდა და მას 4 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: გვარამაძე, კალაძე, გახოკიძე (დემეტრაძე), კობიაშვილი, შეყილაძე, ყაველაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, შ. არველაძე. ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა.

2004. ფორმულა1-ის გერმანელმა მრბოლელმა მიხაელ შუმახერმა გრან პრის წლის მეცამეტე შეჯიბრება მოიგო.

2007. ესპანური “ლევანტეს” მთავარ მწვრთნელად ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი დი ბიაზი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე აბელ რესინო შეცვალა. იმხანად “ლევანტეს” ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე იცავდა.

2007. იტალიური “ლივორნოს” მთავარ მწვრთნელად, ჯანკარლო კამოლეზე დაინიშნა.

2009. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გასვლაზე ჩერნოგორიასთან 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა. ჩვენ ნაკრებს არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

2010. რომში მიმდინარე მამაკაც ფრენბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ კუბას 3:0 სძლია და ზედიზედ მეორედ გახდა პლანეტის უძლიერესი ნაკრები.

ამ დღეს დაიბადნენ

1932. რობერტ (ბობ) მაკინლი. 1949-69 წლებში იყო “ნოტინგემ ფორესტის” მცველი. კლუბის რეკორდსმენი ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (692). 1959 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი.

1943. რაინჰარდ ლიბუდა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების (1963-71), გელზენკირხენის “შალკეს” (1961-65, 1968-72, 1973-76), დორტმუნდის “ბორუსიას” (1965-68), “სტრასბურგის” (1972-73) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. გფრ-ის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1966 წელს მოიპოვა თასების თასი. 1972 წელს დაეუფლა გერმანიის თასს.

1956. მელისა ბელოტე. 1972 წლის ოლიმპიადაზე 100 და 200 მეტრ სხვადასხვა სტილით გაცურვაში მოპოვებული აქვს ოქროს სამი მედალი.

1964. მაქსი გნაუკი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტანმოვარჯიშე. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1966. ტონი ადამსი (ტონი ალექსანდერ ადამსი). ინგლისის ნაკრების (1987-2000) და ლონდონის “არსენალის” (1983-2002) მცველი. მსოფლიოს 1998 ჩემპიონატის და ევროპის 1988, 1996 და 2000 წლების პირველობების მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 66 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. 1994 წელს მოიპოვა თასების თასი. 1989, 1991, 1998 და 2002 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1993, 1998 და 2002 წლებში დაეუფლა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასს. 1991, 1998 და 1999 წლებში მოიგო ინგლისის სუპერთასი. ინგლისის ჩემპიონატებში ჩაატარა 504 შეხვედრა, გაიტანა 32 გოლი. სულ კი ყველა ტურნირში “არსენალის” ღირსება 668 მატჩში დაიცვა. 1988 წლის პირველი იანვარს 21 წლის ტონი ადამსი “არსენალის” კაპიტანი გახდა და 14 სეზონის განმავლობაში სამკლავურს ატარებდა. გამოირჩევა შფოთიანი ხასიათითა და ალკოჰილისადმი სიყვარულით. ნასვამ მდგომარეობაში ჩხუბის გამო ტონის ადამსი 1990 წლის 19 დეკემბერს გაასამართლეს და ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

1966. ელანა მეიერი. სამხრეთ აფრიკელი მძლეოსანი. 1992 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1972. მარიან ლიმპერი. კანადელი მოცურავე. 200 მეტრზე ესტაფეტით ცურვაში 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1976. ლევან ცქიტიშვილი. საქართველოს ნაკრების, თბილისისდინამოს”, “ფრაიბურგის”, დონეცკისმეტალურგისა”, “ვოლფსბურგის”, “პანიონიოსის”, “ვეენისფეხბურთელი. საქართველოს 1994, 1995, 1996, 1997, 1998 წლების ჩემპიონი. საქართველოს თასის მფლობელი (1995, 1996, 1997).გერმანულბუნდესლიგაში ჩატარებული აქვს 111 შეხვედრა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 58მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.რამდენიმე მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი.

1992. ჯანო ანანიძე. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვისსპარტაკის” ნახევარმცველი.საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩაატარა 30 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.098815
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X