ფეხბურთი

9:23 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რანიერიმ, შესაძლოა, „მონაკო“ ჩაიბაროს

„ჩელსის,“ „ნანტისა“ და „ლესტერის“ ყოფილი დამრიგებელი, იტალიელი კლაუდიო რანიერი, შესაძლოა, „მონაკოს“ თავკაცი გახდეს - იუწყება Sky Sports-ი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მონაკოს“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ლეონარდუ ჟარდიმმა, შეიძლება პოსტი ამ კვირის ბოლომდე დატოვოს. ასევე, ამბობენ, გამორიცხული არ არის, გუნდი ლეგენდარულმა ფრანგმა ტიერი ანრიმ გაწვრთნასო. კლუბის პრეზიდენტმა, სტეფან მარტინმა თქვა კიდეც, ანრის მოსვლა ჩვენთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდაო.

ფრანგულ ლიგა-1-ში, ცხრა ტურის შემდეგ, „მონაკო“ მე-18 ადგილზეა, რაც უცუდესი დასაწყისია 1973 წლის შემდეგ. ასევე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო A ჯგუფში: „დორტმუნდთან“ (0:3) და „ატლეტიკოსთან“ (1:2).

0.116353