ფეხბურთი

21:15 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ბენზემა გამოაკლდა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ტრავმირებულია. ფრანგმა ფეხბურთელმა დაზიანება ლა ლიგის ბოლო ტურში „ალავესთან“ შეხვედრაში მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს.

ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მარჯვენა მუხლია დაზიანებული. ჯერჯერობით რეაბილიტაციის ზუსტი პერიოდი უცნობია, თუმცა ესპანური მედია იტყობინება, რომ ბენზემა ორ კვირაში დაბრუნდება. შედეგად, „ელ კლასიკოში“ მისი თამაშის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 10 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118702