ფეხბურთი

17:19 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო დაცვას მილანელების ხარჯზე გააძლიერებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას არათუ არ აპირებს, არამედ გუნდის გაძლიერებაზე დაიწყო ფიქრი ჟოზე მოურინიომ. ESPN-ის ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს დაცვის ცენტრის გამაგრება სურს და იანვარში ერთბაშად ორი ფეხბურთელის ყიდვა უნდა.

საინტერესოა, რომ „განსაკუთრებულის“ ინტერესეთა სფეროში მილანური გრანდების ფეხბურთელები მოხვდნენ - „მილანის“ კაპიტანი ალესიო რომანიოლი და „ინტერის“ სლოვაკი წევრი მილან შკრინიარი.

ჯერჯერობით, წყარო სხვა დეტალებს არ ახმაურებს. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 13 ქულის მოპოვება მოახერხა.

0.111613