ფეხბურთი

16:51 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები ფინეთში არიან

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი ქალაქ სეინაიოკში დაბინავდა, აქვე გაიმართება ფინეთთან შეხვედრაც - 12 ოქტომბერს.

გია ცეცაძის გუნდი ფინეთში დანაკლისით ჩავიდა. გუნდს ტრავმების გამო გიორგი ხარაიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი დააკლდებიან. მათ ნაცვლად მწვრთნელმა დავით სამურკასოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი იახლა.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი).

მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი).

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ).

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

www.gff.ge

0.114357