ფეხბურთი

10:55 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემერის ლოპეტეგისა სჯერა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ მადრიდის „რეალის“ დამრიგებელ ხულენ ლოპეტეგის სოლიდარობა გამოუცხდა და დასძინა რომ „სამეფო კლუბის“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობები დროეიბითი ამბავია.

„რეალმა“ ბალანსი რონალდუს გარეშეც უნდა იპოვნოს. ამისათვის მათ დრო სჭირდებათ. მჯერა, რომ ლოპეტეგი თავს გაართმევს სიძნელეებს. ხულენის მაგიერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ როცა მსგავსი რამ მემართება, ვცდილობ მომთმენი ვიყო. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში მოთმინება ძალიან ძვირად ფასობს.“ - უთხრა 46 წლის ბასკმა სპეციალისტმა FourFourTwo-ს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში ზედიზედ ოთხმატჩიანი უგოლო სერია უარესი მაჩვენებელი აღმოჩნდა „რეალისთვის“ 21-ე საუკუნეში. ასეთი რამ, ბოლოს მათ შორეულ 1982 და 1985 წლებში შემთხვევიათ.

0.120769