ფეხბურთი

1:45 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილსა და კაშიას არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნით

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსე ერსქვეიქსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - მატიას ალმეიდა. 44 წლის არგენტინელი სპეციალისტი ბოლოს მექსიკურ „გვადალახარას“ ედგა სათავეში, რომელსაც 2015-2018 წლებში წვრთნიდა. იქამდე კი, სამშობლოში, „ბანფილდსა“ (2013-2015) და „რივერ პლეიტში“ (2011-2012) მუშაობდა.

ალმეიდა საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი იყო. 1996-2003 წლებში არგენტინის ნაკრების ღირსებას იცავდა და 35 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო (პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი). ითამაშა მსოფლიოს ორ ჩემპიონატზეც (1998 და 2002 წლებში).

რაც შეეხება საკლუბო კარიერას - „რივერ პლეიტიდან“ დაიწყო და შემდეგ ევროპას მიაშურა. „სევილია“, „ლაციო“, „პარმა“, „ინტერის“, „ბრეშას“ ღირსებას იცავდა, ხოლო კარიერა მშობლიურ „რივერში“ დაასრულა 2011 წელს.

რაც შეეხება „სან ხოსეს“ ძალზე წარუმატებელ სეზონს ატარებს და ბოლო ადგილზე იმყოფება 32 თამაშში მოპოვებული 20 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112786