ფეხბურთი

19:50 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ქართველი მოხვდა - ლაშა დვალი და ლუკა ზარანდია.

საქართველოს ნაკრების მცველი საუკეთესო თერთმეტეულში ამ სეზონში პირველად მოხვდა, ხოლო მისმა გუნდმა, „პოგონმა“ გასულ უიქ-ენდზე პლოცკის „ვისლა“ 4:0 გაანადგურა.

ზარანდიას კი უკვე მესამედ ერგო სიმბოლურ ნაკრებში ყოფნის პატივი. ლუკა „არკას“ გამარჯვებაში „ზაგლებიეს“(3:1) წინააღმდეგ დიდი წვლილი შეიტანა და ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113052