სხვა

19:33 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელი: “იმედი მაქვს, ქართული მხარე ჩემპიონატის სამზადისს თავს ღირსეულად გაართმევს”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბათუმში 3 დღიანი სამუშაო ვიზიტით ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროსპორტის ტექნიკური დირექტორი დევიდ გოლდსტრომი იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ვიზიტს ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) გენერალური მდივანი დოქტორი ჰასან აკუში და ევროსპორტის ტექნიკური დირექტორი დევიდ გოლდსტრომი საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში იმყოფებოდნენ. ისინი ეროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, რომელსაც 2019 წლის აპრილში ბათუმმა უნდა უმასპინძლოს.
პირველი სამუშაო შეხვედრა ბათუმში შედგა, რომელზეც ქალაქის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ჩემპიონატისთვის მზადყოფნა გამოთქვეს:
“ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც ამავდროულად ტოკიოს 2020 ოლიმპიური თამაშების სალიცენზიები ქულები გათამაშდება.
ბათუმმა რამდენიმე დღის წინ საჭადრაკო ოლიმპიადას წარმატებით უმასპინძლა და სიამოვნებით გავაგრძელებთ საერთაშორისო ასპარეზობების მასპინძლობის ტრადიციას.
მნიშვნელოვანია, რომ ეს მოვლენა ხელს შეუწყობს აჭარის, კერძოდ კი ბათუმის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციასთან, რათა ჩემპიონატმა მაღალ დონეზე ჩაიაროს.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს, რომ სწორედ ბათუმი დაასახელა ევრო 2019-ის მასპინძლობის კანდიდატად, ასევე მადლობას ვუხდით ევროპის ფედერაციას, რომ მისი მასპინძლობის უფლება მოგვანიჭა“.
კომისია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩემპიონატის საშეჯიბრო დარბაზშიც იმყოფებოდა, რომელსაც ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებიც. მხარეებმა სამომავლო სამუშაო გეგმა და მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ჰასან აკუში აკუში მადლობას უხდის საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას მასპინძლობისთვის და იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ჩემპიონატის სამზადისს თავს ღირსეულად გაართმევს”.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.113797