ფეხბურთი

23:15 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგი შესაძლოა კონტემ შეცვალოს

მადრიდის „რეალმა“ ხულენ ლოპეტეგის დრო მისცა. როგორც Onda Cero იტყობინება, ესპანელ სპეციალისტის სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა 28 ოქტომბრამდე აქვს, როდესაც „რეალი“ „ელ კლასიკოში“ „ბარსელონას“დაუპირისპირდება.

იქამდე, მადრიდელები ორ შეხვედრას ჩაატარებენ, ლა ლიგაში „ლელვანტესთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე „პლზენთან“.

წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ „რეალი“ იტალიელმა ანტონიო კონტემ ჩაიბაროს, რომელიც ამჟამად უმუშევარია. კონტეს გარდა, დასახელდა სანტიაგო სოლარის კანდიდატურაც.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ გრანდს რთული პერიოდი უდგას და ბოლო ოთხი შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ სამი წააგო და გოლი ვერ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113245