ფეხბურთი

17:02 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი ტრავმირებულია

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ურუგვაელ ფორვარდს მუხლი აქვს დაზიანებული.

შედეგად, სუარესი სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს და არაა გამორიცხული მოედანზე მომდევნო 1 თვის განმავლობაში ვერ გავიდეს.

მიმდინარე სეზონში სუარესმა ყველა ტურნირის ჩათვლით 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

0.10931