სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:04 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძველი „მანჩესტერი“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“ეს მენტალიტეტია, გამარჯვების სურვილი. აქ საუბარი ჩემზე არა არის. არაფერია კლუბზე მნიშვნელოვანი. მეორე ტაიმში ფეხბუთელებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად და გაიმარჯვეს.“ - უთხრა ჟოზე მოურინიუმ „ნიუკასლთან“ მატჩის შემდეგ Sky Sports-ს.

მარუან ფელაინიმ კი დაამატა: „შესვენებაზე მწვრთნელმა გვთხოვა კაცურად მოვქცეულიყავით. არ შეგვშინებოდა და უბრალოდ გვეთამაშა. ჩვენ ეს გავაკეთეთ.“

ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გასულ ტურში, „ვესტ ჰემთან“ წაგების შემდეგ (1:3), ბრიტანულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა ჟოზე მოურინიუს „მანჩესტერში“ დარჩენა-არდარჩენის საკითხი. იმასაც კი ამბობდნენ, გადამწყვეტი „ნიუკასლთან“ შაბათის მატჩი იქნება „ოლდ ტრაფორდზე“ და თუ „ეშმაკუნებმა“ ვერ მოიგეს, პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებენო. მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ ბოლომდე არ დაუკარგავს მისი იმედი და გარკვეულ დროს კიდევ მისცემენ სამუშაოდ. ასე გადაწყვიტეს. გადაწყვიტეს და პორტუგალიელმაც ამჯერად არ უმტყუნა.

არადა, თამაში მასპინძლებისთვის კატასტროფულად დაიწყო. მე-10 წუთისთვის ისინი უკვე 0:2 აგებდნენ. მაგრამ...

დიდი ხანია „მანჩესტერის“ ასეთი დაბრუნება არ გვინახავს. რაღაცით ამ საღამომ დიდი ალექს ფერგიუსონის დროება გაგვახსენა, როცა „ეშმაკუნები“ ერთი-მეორის მიყოლებით აცხობდნენ ასეთ გმირობებს. ეს იყო მოურინიუს და მისი გუნდის სიკვდილი და აღორძინება. შეიძლება ეს ჯადოსნური საღამო განსაკუთრებული გამოდგეს, აღორძინება, რომელიც გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს.

უსახური და უკბილო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში სულ სხვა „იუნაიტედი“ ვიხილეთ. ბოლო 20 წუთი კი კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ყველაფერი თავდაყირა დადგა. სამიდან ორი გოლი შეცვლაზე შესულმა მატამ და სანჩესმა გაიტანეს. ერთიც მარსიალმა შეაგდო. „ოლდ ტრაფორდი“ სიხარულისგან გაგიჟდა.

დღის მეორე საინტერესო შეხვედრაში, „ტოტენჰემმა“ „უემბლიზე“ მებოლოვე „კარდიფი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ერიკ დაიერის ადრეული გოლით. „დეზებმა“ კიდევ შექმნეს სახიფათო მომენტები, თუმცა დაცვაში ხშირად უყურადღებოდ ირჯებოდნენ და სტუმრებსაც შეეძლოთ თავის გამოჩენა. ტოტენჰემელთა დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ შემდეგ თქვა: „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგაში წაგების შემდეგ, დღევანდელი გამარჯვება ძალიან გამიხარდა. სანაკრებო შესვენებაზე 18 ქულით გავდივართ და ეს შესანიშნავია. ახლა ჩემპიონატის ლიდერებში ვართ, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. კონკურენცია ძალიან დიდია.“

მე-8 ტურის მთავარი მატჩი კი კვირას გაიმართება. „ენფილდზე“ „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს.

პრემიერლიგა. მე-8 ტური. 6 ოქტომბერი

ტოტენჰემი - კარდიფი 1:0

ლონდონი. „უემბლი.“ 43 268

1:0 დაიერი (8)

ტოტენჰემი: ლორისი, როუზი (დევისი 88), ალდერვეირელდი, ტრიპიერი, სანჩესი, სისოკო (ვანაიამა 85), ლუკას მოურა, დაიერი, ვინკსი, სონი (ლამელა 72), კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

კარდიფი: ეთერიჯი, მანგა, ბამბა, მორისონი, ბენეტი, პატერსონი (უარდი 78, რიდი 85), არტერი, რალსი, მერფი, კამარასა, ჰოილეტი (ჰარისი 78)

მწვრთნელი: ნილ უორნოკი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: სანჩესი, კეინი, ალდერვეირელდი; არტერი

გაძევება: რალსი (58)

მანჩესტერი - ნიუკასლი 3:2

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 519

0:1 კენედი (7), 0:2 მუტო (10), 1:2 მატა (70), 2:2 მარსიალი (76), 3:2 სანჩესი (90)

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, სმოლინგი, შოუ, ბაილი (მატა 19), მატიჩი, პოგბა, მაკტომინი (ფელაინი 46), ლუკაკუ, მარსიალი, რაშფორდი (სანჩესი 67)

მწვრთნელი; ჟოზე მოურინიუ

ნიუკასლი: დუბრავკა, ფერნანდესი, ლასელსი, მანკილიო, იედლინი, შელვი, დიამე, რიჩი, კენედი (მერფი 68), მუტო (ატსუ 78), პერესი (ხოსელუ 88)

მწვრთელი: რაფაელ ბენიტესი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: შოუ, პოგბა; რიჩი, დიამე

ბარნლი - ჰადერსფილდი 1:1

1:0 ვოუკსი (20), 1:1 შინდლერი (66)

კრისტალ პალასი - ვულვზი 0:1

0:1 დოჰერტი (56)

ლესტერი - ევერტონი 1:2

0:1 რიჩარლისონი (7), 1:1 რიკარდო პერეირა (40), 1:2 სიგურდსონი (77)

გაძევება: მორგანი (ლესტერი, 63)

უოტფორდი - ბორნმუთი 0:4

0:1 ბრუკსი (14), 0:2, 0:3 კინგი (33 პენ, 45), 0:4 უილსონი (46)

გაძევება: კაბასელე (უოტფორდი, 32)

5 ოქტომბერი

ბრაიტონი - ვესტ ჰემი 1:0

1:0 მიურეი (25)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.105642
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X