ფეხბურთი

0:12 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" გოლის გატანა დაავიწყდა

მადრიდის "რეალის" თავზე შავი ღრუბლები არათუ იფანტება, არამედ კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა. "სამეფო კლუბმა" მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და ლა ლიგის მერვე ტურში "ალავესთან" წაგებაც მოახერხა.

თანაც ისე, რომ გოლი ისევ ვერ გაიტანა. ანტირეკორდიც დაამყარა. საქმე ისაა, რომ მადრიდულ გრანდს უკვე ზედიზედ 4 თამაშია მეტოქის კარი არ დაულაშქრავს და ბოლოს ასეთი საშინელი სერია არც მეტი, არც ნაკლები, 33 წლის წინ, 1985 წელს ჰქონდა.

როდის აევსება ფლორენტინო პერესს მოთმინების ფიალა და როდემდე გასტანს ხულენ ლოპეტეგის ყოფნა "ბლანკოსის" თავკაცის პოსტზე, ალბათ ახლო მომავალი გამოაჩენს. ეს კი "რეალის" წარუმატებელი სერიაა:

"სევილია" - "რეალი" 3:0, "რეალი" - "ატლეტიკო" 0:0, ცსკა - "რეალი" 1:0, "ალავესი" - "რეალი" 1:0.

თეგებირეალი
0.110847