ფეხბურთი

20:35 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლა: "პოგბა არ იყიდება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა არ იყიდება. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ გაავრცელა:

„მირჩევნია ამაზე არ ვისაუბრო. პოლი ამჟამად დელიკატურ მომენტს განიცდის, თუმცა არ იყიდება“, - უთხრა რაიოლამ Rai Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა. შესაბამისად, ფრანგ შუახაზელს ხშირად უკავშირებენ სხვა და სხვა გუნდებს - პსჟ, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“.

სტატისტიკა
0.266182