სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

13:55 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა: "იუვენტუსი" "რეალზე" ძლიერია"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონი წარმატებულად დაიწყო და ჯერჯერობით ყველა მატჩი მოიგო, რომელიც ჩაატარა. ბოლო თამაშის გმირი კი, პაულო დიბალა გამოდგა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

არგენტინელი „იუვეს“ ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგაზე ერთ მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო. Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტი დიბალას შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ სწორედ ამ თემით დაიწყო:

- ინძაგი, დელ პიერო, ვიდალი და ახლა დიბალა: რა ეფექტი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ ჰეთ-თრიქოსანთა კლუბში შესვლას?

- არ ვიცოდი, ეს მოგვიანებით გავიგე და მესიამოვნა. როდესაც კლუბის ნაწილი ხდები, ეს განსაკუთრებული სიხარულია.

- პირველი გოლი რთულად შესასრულებელი იყო. მაღალი ბურთი, რომელი მცველს ზურგს უკან ეშვება. ფეხბურთელი რას ფიქრობს ამ მომენტში?

- გარკვეულ სიტუაციებში მხოლოდ ინსტიქტია. როდესაც დავინახე მცველი შესაძლოა ბურთს ვერ შეხებოდა, გადავწყივე მის ზურგს უკან შესვლა. შემდეგ კი, დავინახე, რომ დიდი სივრცე არ მქონდა, შესაძლებელი იყო მეკარე გამოსულიყო და ამიტომ, ერთი შეხებით, სწრაფად დარტყმა გადავწყვიტე.

- რატომ მიუძღვენი გოლი ომარ სივორის?

- როდესაც არგენტინაში ვიყავი, ვიცოდი, რომ ბევრისთვის კერპი იყო, თუმცა კარგად არა. „იუვენტუსში“ კი, ბევრად კარგად მივხვდი, რასაც წარმოადგენდა, ვუყურე მის ვიდეოებს. ვფიქრობ, სივორის დაბადების დღეზე გოლები მისთვის უნდა მიმეძღვნა.

- ელკანი, ანიელი, ალეგრი: ყველა ამბობს, რომ პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა. შეიცვალა თუ არა, სტრატეგია?

- ჩემთვის გასულ წელსაც ჩემპიონთა ლიგა უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ, ვიდრე სკუდეტო. ამჟამად მოლოდინი გაიზარდა, მაგრამ მენტალიტეტი იგივეა - მიზანი ყველაფრის მოგებაა.

- მაგრამ, წელს ძნელია ჩემპიონთა ლიგაზე იპოვოთ გუნდი, რომელიც „იუვეზე“ ძლიერია...

- ეს, შარშანაც ასე იყო. „რეალმა“ გაიმარჯვა, მაგრამ არ დაუმტკიცებია, რომ ჩვენზე ძლიერია. თუ მეოთხედფინალში ოდნავ გაგვიმართლებდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ვფიქრობ, შეგვეძლია ტურნირის მოგება, რადგან ჩვენზე ძლიერი გუნდი არ არსებობს.

- „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამარჯვებამ საკუთარი თავის მეტი რწმენა მოგცათ?

- მეტი ძალა და თვითრწმენა მოგვცა. გუნდი ჩავიდა მადრიდში და მოიგო საოცარ სტილში. „რეალი“ საკუთარ მოედანზე სამ გოლს იშვიათად უშვებს და ვიცი, რომ ჩემმა თანაგუნედელებამ მათ ბევრი თავსატეხი გაუშინეს. ვფიქრობ, სწორედ ამ თამაშმა განაპირობა რონალდუს „იუვეში“ გადმოსვლა. მან გაიგო ჩვენი ძალა და გააკეთა არჩევანი: ის ძალიან ჭკვიანია და სხვებზე ადრე ხედავს.

- როგორია კრიშტიანუ ახლოდან?

- ყველაზე მეტად მისი უბრალოებით ვარ გაკვირვებული. როდესაც, სოციალურ ქსელში ან ტელევიზორში ვუყურებდი, სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ რეალობაში ისეთივეა, როგორც ყველა ჩვენგანი. ძალიან კარგად ვარჯიშობს და ყველა ვარჯიშზე 100%-ითაა კონცენტრირებული. კანსელუს პორტუგალიურად ესაუბრება, თუმცა იტალიურადაც დაიწყო ლაპარაკი.

- რა გავლნა აქვს ასაკით უფროს თავდამსხმელებთან თამაშს, რონალდუსთან და მანჯუკიჩთან?

- ეს პატივია. როდესაც ბარძალი ჩემთან მოვიდა და კაპიტნის სამკლავური მომცა, მითხრა: „ახლა შენ ხარ ერთ-ერთი სენატორი (სტაჟიანი წევრი გუნდში)“. მარიოსთან კარგად ვარ შეთამაშებული და ის განსხვავებულია. მოედანზე ცუდი ჩანს, მაგრამ მოედნის გარეთ ისევე ხუმრობს, როგორც ჩვენ.

- დიბალა „იუვეში“ ადამიანად ჩამოყალიბდა?

- დიახ. თანაგუნდელების წყალობით ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, როგორ უნდა ისაუბრო თამაშამდე. ჯიჯისგან, ჯორჯოსგან, დანი ალვეშისგან და სხვა ოსტატებისგან ბევრი საინტერესო გავიგე, თუმცა სწავლას ვაგრძელებ. ბუფონი კარგი მრჩეველი იყო, მაგრამ ახლა უკვე კიელინია.

- საჯარიმოებში კონკურენციაა: დიბალა, პიანიჩი და რონალდუ...

- შარშან მე და მირას (პიანიჩი) განაწილებული გვქონდა: მარცხნიდან ის ასრულებდა, მარჯვნიდან - მე. როდესაც რონალდუ მოვიდა, პიანიჩს ხუმრობით მივწერე, „მირა სამწუხაროა, მაგრამ წელს ცოტა ჯარიმის დარტყმა მოგიწევს“... ხუმრობის გარეშე კი, ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ. მარცხნიდან რონალდუ ასრულებს. პენალტებს რაც შეეხება, აქ ყველაფერი ნათელია: ჯერ რონალდუ, შემდეგ მე და ბოლოს პიანიჩი.

- ვარჯიშებზე ყოველთვის რონალდუ იმარჯვებს?

- ყოველთვის არა. ის ძალიან კონკურენტუნაირიანია, წაგება არავის უნდა და ამიტომ, ვარჯიშებზე სერიოზულად ვუდგებით საქმეს. ეს გვეხმარება თამაშების დროსაც. ვიცით, რომ თუ ერთს ცუდად შევასრულებთ, მეორე ჯერზე ჯარიმას სხვა დაარტყამს.

- ნომერი 10 სიამაყეა თუ პასუხისმგებლობა?

- ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ბავშვებისთვის სამაგლითო ხარ და მთელი მსოფლიო თვალს გადევნებს. მაგრამ, როდესაც თამაშობ, არ ფიქრობ რა ნომერი გაწერია მაისურზე და მე 10 ნომერი არასდროს მომითხოვია. როდესაც ხემძღვანელობამ შემომთავაზა, გადაწყვეტილება 10 წუთში არ მიმიღია. ვიცოდი, რომ თუ ცუდად ვითამაშებდი კრიტიკა დაიწყებოდა.

- ზიდანი, ბაჯო, დელ პიერო: რას აიღებდით თითოეულისგან?

- ზიდანისგან ელეგნატურობას მოედანზე მოძრაობის თვისებებს. ის ფედერერივითაა, არასდროს ოფლიანდებოდა. ბაჯოსგან ავიღებდი შეტევის დასრულების მანერას. ახლაც მახსოვს, პირლოს გადაცემის შემდეგ მისი გოლი „იუვენტუსთან“. დელ პიეროსგან კი, მარჯვენა ფეხს და სანაცვლოდ ჩემსას მივცემდი...

- დელ პიერო მესისა და რონალდუს მეკვიდრეებად დიბალას და მბაპეს ხედავს. ეთანხმებით?

- მესი და რონალდუ ჯერ კიდევ საოცარ ფორმაში არიან. ისინი ნორმალური ადაინობისგან ძალიან შორს არიან. ჩემი მიზანი კი არის, რომ გავხდე პირველი ადამიანებს შორის.

- მაშინ, რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით ადამიანებს შორის?

- ისკო ძალიან მომწონს, ბურთს არასდროს კარგავს. თუმცა, ასევე ნეიმარი და მბაპე დიდი ფეხბურთელები არიან.

- 2018 წლის „ოქროს ბურთს“ ვინ მოიგებს?

- რთულია ერთი გვარის დასახელება, რადგან ბევრი კანდიდატია. მოგება შეუძლია ვარანს, მაგრამ ვფიქრობ, მოდრიჩი გაიმარჯვებს, რომელიც ფიფამ უკვე დაასახელა საუკეთესოდ.

- სორენტინო ჯერ კიდევ „პალერმოში“ ყოფნის დროს ამბობდა, რომ დიბაალ მოიგებდა „ოქროს ბურთს“. შესაძლებელია თუ არა ეს მოხდეს?

- ამისთვის საჭიროა ხარისხის გაუმჯობესება და ტიტულების მოგება.

- გამთამაშებელი, მეორე თავდამსხმელი, ცრუ ცხრიანი. ყველა პოზიციაზე შეგიძლია თამაში, ეს უპირატესობაა?

- ალეგრი მოედანზე სრულ თავისუფლებას მაძლევს. ყველაფერი დამოკიდებულია თამაშის მიმდინარეობაზ. მე ყოველთვის ბურთს ვეძებ და ვეხმარები თანაგუნდელებს.

- ჩემპიონთა ლიგაზე გოლები იკარდისაც გააქვს. თქვენ არგენტინის მომავალი ხართ?

- მაურო შესანიშნავი თავდამსხმელია და საჯარიმოში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ ერთად იშვიათად ვმუშაობთ, მაგრამ ახლა უფრო მეტად გვაქვს ამის შანსი, რადგან ნაკრები მუნდიალის შემდეგ საკმაოდ შეიცვალა. სასიამოვნო იქნება თუ ჩვენი წყვილი ჩამოყალიბდება, რადგან ის დიდი თავდამსხმელია. მე კი, შემიძლია დავეხმარო გოლების გატანაში და გამარჯვებაში.

- ჯერ ოქტომბერია, მაგრამ სკუდეტო უკვე „იუვესია“?

- ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. „ნაპოლი“ ბრძოლაში იქნება ბოლომდე, მაგრამ ასევე „რომა“ და „ინტერი“, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოდიან. თუმცა, ვიცით, რომ თუ მოვინდომებთ, დიდი ალბათობით სკუდეტო ჩვენი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113589
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X