ფეხბურთი

13:25 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ამჯერად ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ჩეხთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 7:0 დასრულდა.

ჩეხეთი 7:0 საქართველო

"ნოვი გრადსკი", უგლიევიკი

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, ჯოჯუა, რაუხი, დიმოპულუ (23' ჯანიკაშვილი), ეჯიბია, ეპიტაშვილი, ხანდაზიანი (71' წოწერია), კალანდაძე, ბოლქვაძე (90' ნარსია), წულაია

სათადარიგო შემადგენლობა: გაბელაია, გაბედავა, ცაავა, ფერაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2019 წლის ევორპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით შეხვედრას 8 ოქტომბერს მასპინძელი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114494