ფეხბურთი

11:20 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვერტონგენი 6 კვირით ლაზარეთში

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი იან ვერტონგენი მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. როგორც „მამლების“ ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელს მუხლი აქვს დაზიანებული და თვეზე მეტი გაუცდება.

შედეგად, ვერტონგენი არამარტო „ტოტენჰემის“ რამდენიმე თამაშს, არამედ სანაკრებო შეხვედრებსაც გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ვერტონგენმა 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112668