ფეხბურთი

11:42 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "მანჩესტერს" "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ დატოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ჟოზე მოურინიო „ნიუკასლ იუნაიტედთან“ მატჩის შემდეგ დატოვებს. Mirror-ის ცნობით, პორტუგალიელი დარწმუნებული არაა, რომ გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს და ზემოხსენებული გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მოურინიოსა და ფეხბურთელებს შორის, განსაკუთრებით პოლ პოგბასთან და ალექსის სანჩესთან კონფლიქტში ადანაშაულებენ.

ამავდროულად, „წითელი ეშმაკებისთვის“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვთ. ამასთან, ინგლისის ლიგის თასს ქვედალიგე „დერბი ქაუნთისთან“ მარცხით გამოეთიშნენ. შედარებით, ნორმალურადაა საქმე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც „მანჩესტერს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114966