სხვა

23:15 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი – “ბათუმი 2019”

საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კომისია ეწვევა, რომელიც ბათუმში 2019 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ბათუმის ინფრასტრუქტურას შეისწავლის.

6 ოქტომბერს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) გენერალური მდივანი, დოქტორი ხასან აკუში და ევროსპორტის ტექნიკური დირექტორი დევიდ გოლდსტრომი ბათუმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილსა და ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს შეხვდებიან, რომლის შემდეგაც 12:00 საათზე ბათუმის მერიაში ძალოსნობის ეროვნული ფედერაცის, აჭარის სპორტის ხელმძღვანელების, მერიიის წარმომადგენლებისა და ევროპის ფედერაციის წარმომნადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
სტუმრები საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან, ვიცე-პრეზიდენტებთან ნოდარ სირბილაშვილთან და დავით ყიფშიძესთან ერთად საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალსაც დაესწრებიან.

0.111554