ფეხბურთი

14:27 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: „ტიტულების მოსაგებად ჟინი და გაუმაძღრობაა საჭირო“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახსიმ ლიოვმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები ცდილობენ დაივიწყონ ახალდამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ჩავარდნის ამბავი და მთელი ყურადღება უეფას ერთა ლიგის ორი უახლოესი მატჩისკენ (ჰოლანდია, საფრანგეთი) მიმართონ.

„ტიტულების მოსაგებად ჟინი და გაუმაძღრობაა საჭირო. ჩემი ფეხბურთელები ამტკიცებენ, რომ წინსვლა სურთ და მზად არიან ამისათვის ყველაფერი გაიღონ. გვაქვს ამბიცია დავივიწყოთ კოშმარული მსოფლიო ჩემპიონატი. ახლა ერთა ლიგაზე ორი გასვლითი მატჩი გველის და ძალიან მნიშვნელოვანია როგორი ტაქტიკით და განწყობით ვითამაშებთ.“ - უთხრა ლიოვმა TZ.de-ს.

Loading...
0.124382