ფეხბურთი

12:28 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასს ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება სურს

პორტუგალიური „პორტუს“ 37 წლის მეკარე, იკერ კასილიასი, შესაძლოა, ესპანეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნდეს. The Sun-ის ინფორმაციით, იკერი უკვე დაკავშირებია „ფურია როხას“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს და თამაშის სურვილი გამოუთქვამს.

კასილიასს საკუთარი ქვეყნის ნაკრებში 2016 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. ჯამში კი ეროვნული გუნდის მაისურა 167-ჯერ მოურგია, რაც სარეკორდო ციფრი გახლავთ. კასილიასს ნაკრებთან ერთად 2010 წლის მსოფლიო და 2008-12 წლების ევროპის ჩემპიონატები მოუგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118604