ფეხბურთი

23:04 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გარეთ საუთგეიტს ახალი კონტრაქტი გაუფორმა და შედეგად ინგლისის ნაკრებს 2022 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.

განახლებული ხელშეკრულების თანახმად 44 წლის სპეციალისტი წელიწადში 3.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ძველი კონტრაქტი კი საუთგეიტს 2020 წელს ეწურებოდა და წელიწადში 2 მილიონ ევროს იღებდა.

შეგახსენებთ, გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა და 2018 წლის მუნდიალზე „სამი ლომი“ ნახევარფინალში გაიყვანა, რაც ბოლო 28 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

0.134029