ჭადრაკი

20:27 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების შავი დღე ოლიმპიადაზე

ქალთა ოლიმპიადის მერვე ტურში ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრები ყაზახეთის გუნდს დაუპირისპირდა.
ნანა ძაგნიძე პირველ დაფაზე ყაიმს დასჯერდა დინარა სასუაკასოვასთან, ხოლო მესამე დაფაზე - ნინო ბაციაშვილი - გულისკხან ნახბაიევას დაუზავდა. მეორე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა წააგო ჟანსაია აბდუმალიკთან, მეოთხე დაფაზე - მერი არაბიძე გულმირა დაულეტოვასთან დამარცხდა.საბოლოოდ ჩვენი გუნდი 1:3 დამარცხდა.
ასევე წარუმატებლად ითამაშა ჩვენმა მეორე გუნდმა, რომელმაც აზერბაიჯანელ მოჭადრაკე ქალებთან 1,5:2,5 დამარცხდა.

სალომე მელიამ და სოფო გვეტაძემ მარცხი იწვნიეს თავიანთ დაფებზე.
სოფიკო ხუხაშვილი ყაიმზე შეუთანხმდა მეტოქეს. მხოლოდ ინგა ჭარხალაშვილმა მოიგო თავისი პარტია.
საქართველოს ქალთა მესამე ნაკრებმა ალჟირის გუნდთან 2,5:1,5 მოიგო
რაც შეეხება ვაჟებს, საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები მოლდოვას გუნდს შეხვდა და სამწუხაროდ, დამარცხდა 1,5:2,5.
მეორე ნაკრების მეტოქე ნეპალის ნაკრები იყო. ქართველმა მოჭადრაკე ვაჟებმა 3,5:0,5 იმარჯვეს.
ჩვენმა მესამე გუნდმა კი ფრედ 2:2 ითამაშა ინდონეზიის ნაკრებთან.
სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

Loading...
0.148422