ფეხბურთი

16:13 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი „იუვენტუსში“ ბრუნდება?

ბოლო დღეებში ბევრს საუბრობდნენ ზინედინ ზიდანის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. ინგლისურის სწავლაც დაიწყოო, გვამცნობდა ბრიტანული მედია. ჟოზე მოურინიუს კლუბში შერყეული მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ამბავი მართალს ჰგავდა, მაგრამ დღეს Le Parisien-მა დაწერა - „ზიზუ“ შეიძლება ყოფილ კლუბს, „იუვენტუსს“ დაუბრუნდეს. ზიდანს ჯერჯერობით მწვრთნელობა აღარ სურს და ტურინული კლუბის დირექტორატში დაიკავებს ადგილსო.

შეგახსენებთ, რომ ზიდანმა მადრიდის „რეალს“ ორწელიწადნახევარი უმწვრთნელა, სამჯერ ზედიზედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა და კლუბი ზაფხულში საკუთარი ნებით დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120078