ფეხბურთი

10:39 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანს გვარდიოლასი არ ეშინია

„ჰოფენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოწინააღმდეგის არ ეშინიათ: „მოუთმენლად ველით „სიტისთან“ შეხვედრას. ცხადია, ისინი გასამარჯვებლად ითამაშებენ, თუმცა მამაცური გეგმა მოვიფიქრეთ. ჩვენი ძალა ჩვენი შესაძლებლობებია. ამიტომ, ყველა, ვინც მინდორზე გავა, თავდაუზოგავად იბრძოლებს და არაფერს დაუთმობს მოწინააღმდეგეს. გატანის შანსიც მოგვეცემა და უნდა გამოვიყენოთ. გვარდიოლას წინააღმდეგ პირველად ვთამაშობ. ის ზეწარმატებული სპეციალისტია და ძლიან საინტერესოა მასთან შეხვედრა.“ - უთხრა ნაგელსმანმა კლუბის ოფიციალური გვერდის ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ ლიგის პირველ ტურში „სიტიმ“ შინ მოულოდნელად ფრანგულ „ლიონთან“ წააგო (1:2), „ჰოფენჰაიმი“ კი სტუმრად „შახტარს“ დაუზავდა (2:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129194