ფეხბურთი

9:04 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ მბაპეს არ იყიდის

„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჭაბუკი მსოფლიო ჩემპიონის, კილიან მბაპეს ყიდვა არც უფიქრიათ. „ვერ გეტყვით საიდან გაჩნდა ეს ჭორები, მაგრამ მბაპეს ყიდვა არც გვიფიქრია. არც რაჰიმ სტერლინგის გაცვლას ვაპირებთ ვინმეზე.“ - განაცხადა გვარდიოლამ.

შეაგხსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ბრიტანულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს მბაპე იანვარში დატოვებდა პსჟ-ს და „ქალაქელთა“ ბანაკში გადაბარგდებოდა. თანხასაც სარეკორდოს ასახელებდნენ - 200 მილიონი გირვანქა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1172