ფეხბურთი

3:55 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, II ტური: მოურინიოს ბოლო შანსი?

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები ოთხ ჯგუფში გაიმართება. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა შეხვედრა ერთი და იგივე ინტერესს იწვევს, რადგან მაინც და მაინც, გამორჩეული სუპერწყვილი არ გვაქვს.

თუმცა, სხვებთან შედარებით, გამოსარჩები „მანჩესტერისა“ და „ვალენსიას“ დუელია.

E ჯგუფი

მიუნხენის „ბაიერნი“ აშკაა ფავორიტია და პირველ ტურში ადვილად მოიგო. მაგრამ ბოლო დროს ნიკო კოვაჩის გუნდის საქმეები არც ისე კარგად მიდის. ყოველშემთხვევაში ბუნდესლიგის ბოლო ორ შეხვედრაში „რეკორდმაისტერმა“ ოდენ ქულა მოიპოვა. „ბაიერნი“ რეაბილიტაციას „აიაქსთან“ ეცდება, რომელმაც პირველ ტურში ათენის აეკ-ს ადვილად აჯობა და მშვენიერი სტარტი აიღო. თუმცა, ჰოლანდიური გრანდი დღეს მაინც აუტსაიდერის სტატუსით იმყოფება მიუნხენში და საკუთარ თავზე გადახტომა მოუწევს წარმატებისთვის.

ამავე ჯგუფში ათენში აეკ-ი ლისაბონის „ბენფიკას“ დაუხვდება. შეიძლება ითქვას, ორივე გუნდისთვის ბოლო შანსია, რადგან უქულოდ დარჩენილი ძალიან ირთულებს პლეი-ოფში გასვლის შანსს.

„ბაიერნი“ – „აიაქსი“

„ბაიერნი“ (4-5-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; რობენი, მიულერი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი; ლევანდოვსკი

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო; დე იონგი, ნერეში, შონე; ტადიჩი, ჰუნტელაარი, ზიეჩი

აეკ - „ბენფიკა“

აეკ (4-4-1-1): ბარკასი; ბაკაკისი, ოიკონომუ, ლამპროპულოსი, ჰალტი; გალო, სიმოესი, იალანოპულოსი, მანტალოსი; ბაკასეტასი; პონსე

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, რიბენ დიასი, კონტი, გრიმალდო; ფეისა, გედსონ ფერნანდესი, პიცი; სერვი, სეფეროვიჩი, სალვიო

F ჯგუფი

„მანჩესტერ სიტიმ“ პირველ ტურში „ლიონთან“ მეტად მოულოდნელი მარცხი განიცადა და ბუნებრივია, მეტი შეცდომის უფლება არ აქვს. პეპ გვარდიოლას ბიჭები დღეს გერმანიაში ითამაშებენ, სადაც თამაში ადვილი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ზინსჰეიმი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას არათუ წელს, არამედ ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. „ჰოფენჰაიმი“ კერკეტი კაკალია და მისი დამარცხება ადვილი არაა. და მაინც, „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატია...

აქვე, „ლიონი“ დონეცკის „შახტარს“ დაუხვდება და აპირებს დაამტკიცოს, რომ ორი კვირის წინ ინგლისში გამარჯვება შემთხვევითობა არ ყოფილა. ჩვენის მხრივ, იმას გეტყვით, რომ უკრაინული გუნდის სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში არ ფიგურირებს დავით ხოჭოლავა, რომელმაც ბოლო დროს სამწუხაროდ სასტარტოში ადგილი დაკარგა.

„ჰოფენჰაიმი“ – „მანჩესტერ სიტი“

„ჰოფენჰაიმი“ (3-3-2-2): ბაუმანი; აკპოგუმა, ჰოოგმა, პოში; კადერაბეკი, შულცი; დემირბაი, ბიტენკურტი; ჟოელინტონი, კრამარიჩი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტე, დელფი; ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, გუნდოგანი; მაჰრეზი, აგუერო, სტერლინგი

„ლიონი“ – „შახტარი“

„ლიონი“ (4-3-3): ლოპესი, დუბუა, მარსელო, დენაიერი, მარკალი; მენდი, ნდომბელე, ოუარი; ფეკირი, ტრაორე, დეპაი

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი; მაიკონი, სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, ფერნანდო; მორაეში

G ჯგუფი

მადრიდის „რეალს“ რთული პერიოდი დაუდგა. ბოლო ორ შეხვედრაში გოლიც ვერ გაიტანა და თანაც საკადრო პრობლემებით ჩავიდა მოსკოვში. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ „სამეფო კლუბში“ ისკოსა და გარეთ ბეილის ფუნქციები ერთი-ორად გაიზარდა, მაგრამ ორივე ტრავმირებულია. შედეგად, ცსკა-სთან ხულენ ლოპეტეგის მათი შეცვლა მოუწევს.

თუ „რეალმა“ ბოლო დროს ფორმა დაკარგა, „რომამ“ მოახერხა საკუთარი თამაშის პოვნას, რომელიც იქამდე საშინლად გამოდიოდა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა სამი დღის წინ რომაული დერბიც მოიგო და დიდი შემართებაც სუფევს „ჯალოროსის“ ბანაკში. იტალიელების მეტოქე ჩეხეთის ჩემპიონი „პლზენია“, რომელთანაც „რომამ“ ოდენ გამარჯვება უნდა დაგეგმოს, რადგან სხვაგვარად სიტუაციას გაირთულებს.

ცსკა - „რეალი“

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდეში, ბეკაო, ჩერნოვი, ნაბაბკინი; ბიოლი, ახმეტოვი; ვლაშიჩი, ძაგოევი, ობლიაკოვი; ჩალოვი

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, ვალიეხო, ნაჩო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; ასენსიო, ბენზემა, მარიანო დიასი

„რომა“ – „პლზენი“

„რომა“ (4-3-3): ოლსენი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, სანტონი; კრისტანტე, ნზონზი, პელეგრინი; ჯენგიზ იუნდერი, ჯეკო, ელ შაარავი

„პლზენი“ (4-2-3-1): კოზაჩიკი, რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პროჩაჟკა, ჰროშოვსკი; პეტრჟელა, ჰორავა, კოვარიკი; კრმენჩიკი

H ჯგუფი

ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოიგო: 8-დან 8. შედეგად, შვეიცარიის ჩემპიონ „იანგ ბოიზთან“ აშკარა ფავორიტია. თუმცა, ვერ ითამაშებს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც წინა ტურში გააძევეს და დისკვალიფიკაციას მოიხდის.

დღის მთავარი შეხვედრა კი მანჩესტერშია ჩანიშნული, სადაც „იუნაიტედი“ „ვალენსიას“ დაუხვდება. ახლა არაა 21-ე საუკუნის დასაწყისი, როცა ორივე გუნდს ოქროს ხანა ედგა, მაგრამ მაინც კარგ თამაშს ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი „წითელმა ეშმაკებმაც“ ცუდად დაიწყეს და „ღამურებმაც“.

ჟოზე მოურინიოს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და დამსახურებულადაც. „მანიუს“ ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს 1989 წლის შემდეგ და ამბობენ, რომ დღეს „განსაკუთრებულის“ ბოლო შანსია. თუმცა, თავად ჟოზემ მატჩისწინა პრეკსონფერენციაზე აღნიშნა, რომ ასე არაა და მანჩესტერში მუშაობას აგრძელებს. ვნახოთ, როდემდე გასტანს პორტუგალიელის ნდობის მანდატი.

„იუვენტუსი“ – „იანგ ბოიზი“

„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; კუადრადო, პიანიჩი, მატუიდი, ალექს სანდრო; ბერნარდესკი; დიბალა, მანჯუკიჩი

„იანგ ბოიზი“ (4-4-2): ვონ ბალმოსი; მბაბუ, კამარა, ვონ ბერგენი, ბენიტო; ფასნახტი, სოუ, სანოგო, სულეიმანი; ასალე, ოარო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ვალენსია“

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; დალოტი, ბაი, ლინდელოფი, შოუ; ფრედი, მატიჩი, პოგბა; ლინგარდი, ლუკაკუ, სანჩესი

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში; როდრიგო, გამეირო

დღევანდელი რვა მატჩიდან 6 თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ორი, „ჰოფენჰაიმი“ – „სიტი“ და „იუვენტუსი“ – „იანგ ბოიზი“ 20:55 საათზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.605948