სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭადრაკი

23:23 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მეშვიდე ტურში ლიდერთა სამეულში მყოფ საქართველოს ქალთა პირველ ნაკრებს მეტად რთული შეხვედრა ჰქონდა ინდოეთის გუნდთან. ოთხივე დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა: ნანა ძაგნიძე (2509) დაუზავდა ჰამპი კონერუს (2557), ლელა ჯავახიშვილი (2475) - დრონავალ ჰარიკას (2500), ბელა ხოტენაშვილი (2469) - როუტ პადმინს (2338), ნინო ბაციაშვილი (2482) კი - საჩდევ ტანიას (2400). საბოლოოდ ფრე 2:2.

საქართველოს მეორე ნაკრები ფილიპინების გუნდს დაუპირისპირდა, რომელიც ჭადრაკში ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტს. ჩვენმა გოგონებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს. თავიანთ დაფებზე პარტიები მოიგეს ინგა ჭარხალაშვილმა და მირანდა მიქაძემ, ყაიმებით დაასრულეს შეხვედრები სალომე მელიამ და სოფო გვეტაძემ.
ჩვენმა მესამე გუნდის მოჭადრაკე ქალებმა ავსტრიელები გაანადგურეს - 4:0. იმარჯვეს ნინო ხომერიკმა, მარიამ ჯანიაშვილმა, ლილე ქორიძემ და თამარ ესაძემ.
სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია სომეხი მოჭადრაკე ქალების გამარჯვება აშშ-ს გუნდთან 2,5:1,5. საინტერესოა, რომ გუნდების საშუალო რეიტინგის მიხედვით, ჩვენი მეზობლები ოლიმპიადის მონაწილეთა შორის მეთექვსმეტე ადგილზე არიან - 2356. (აქვე გეტყვით, რომ გუნდური საშუალო რეიტინგით პირველ ადგილზე უზბეკეთია (2820), მეორეზე - რუსეთი (2523), მესამეზე - საქართველოს პირველი ნაკრები - 2489).
ამავე მეშვიდე ტურში ჩინელებმა 3:1 სძლიეს ჰოლანდიელებს, რუმინელებმა - 2,5:1,5 უზბეკებს, უკრაინელებმა - 2,5:1,5 ირანელებს, რუსებმა - 3:1 ბერძნებს. ფრედ 2-2 დასრულდა შეხვედრა იტალიისა და აზერბაიჯანის ნაკრებთა შეხვედრა.
7 ტურის შემდეგ პირველ ადილზე სომხეთის ქალთა ნაკრებია, რომლის აქტივში 6 მოგება, ერთი ფრე და შესაბამისად 13 ქულაა (შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებს მატჩებში გამარჯვების შემთხვევაში - 2 ქულა, ხოლო ფრედ დასრულებისას ერთი ქულა ეწერებათ). 5-5 მატჩი მოიგეს, 2-2 ფრედ დაასრულეს და შესაბამისად 12-12 ქულა აქვთ ჩინეთს, უკრაინასა და საქართველოს პირველ ნაკრებს. კოეფიციენტის გათვალისწინებით, ჩინეთის გუნდი მეორეზეა, უკრაინის - მესამეზე, ხოლო ჩვენი მოჭადრაკეები მეოთხე საფეხურზე არიან.
ჩვენი ქვეყნის მეორე ნაკრები 11 ქულით მე-11 ადგილზეა (5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება ).
ხოლო მესამე გუნდს 9 ქულა აქვს (4 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება) და სხვა გუნდებთან ერთად 24-ე - 43 ადგილებს იყოფს.
მერვე ტურში ცენტრალური მატჩია სომხეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის. ჩინელებს არ უნდა გაჭირდეთ რუმინელთა დამარცხება. საქართველოსმ მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრები ყაზახეთის გუნდს დაუპირისპირდება, ჩვენი მეორე გუნდი - აზერბაიჯანს, ხოლო მესამე ნაკრები - ალჟირის გუნდს.
რაც შეეხება ვაჟებს. საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები მაკედონიის გუნდს შეხვდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 4:0. ბაადურ ჯობავამ (2634) მოუგო კირილ გეორგიევს (2590), ივან ჩეპარინოვმა (2715) - ფილიპ პანჩევსკის (2489), ლევან ფანცულაიამ (2589) - ტრაიკო ნედევს (2496), დავით ჯოჯუამ (2590) - ნიკოლა ნიკოლოვსკის (2388)
ჩვენი მეორე გუნდი კოლუმბიის ნაკრებთან 1,5:2,5 დამარცხდა, მესამე გუნდი კი- მოლდოვის ნაკრებთან - 1:3.
სხვა შეხვედრებს რაც შეეხება: ფრედ 2:2 დასრულდა ლიდერების - პოლონეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებთა შეხვედრა. ამასობაში, აშშ-ს გუნდმა 3:1 სძლია ხორვატიის გუნდს და დაეწია ლიდერებს. ახლა სატურნირო ცხრილში სამხელისუფლიანობაა: აზერბაიჯანის, პოლონეთისა და აშშ-ს გუნდებს აქტივში 6-6 მოგება, თითო ფრე და შესაბამისად 13-13 ქულა აქვთ. კოეფიციენტის გათვალისწინებითაც, ასეთივე თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი. ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება სომხეთის ნაკრები, რომელმაც მეშვიდე ტურში 3:1 სძლია ბელარუსის ნაკრებს.
საქართველოს ვაჟთა პირველმა ნაკრები 10 ქულით (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება) სხვა გუნდებთან ერთად მე-15-32-ე ადგილებს იყოფს (კოეფიციენტით - 24-ეა).
მეორე და მესამე გუნდებს 8-8 ქულა აქვთ ჯერჯერობით პირველ ორმოცდაათეულის მიღმა არიან.
მერვე ტურში მეტად საინტერესო და დაძაბული იქნება აშშ-აზერბაიჯანის, ასევე სომხეთი-პოლონეთის მატჩები. საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები მოლდოვას გუნდს ხვდება, მეორე ნაკრები - ნეპალს, ხოლო ჩვენი მესამე გუნდი ინდონეზიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11145
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X