ფეხბურთი

18:31 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ესპანიოლის" ქომაგი ვარ და შესაბამისად, "ბარსელონაში" არასდროს ვიმუშავებ"

ლონდონის „ტოტენჰემი“ კატალონიის „ბარსელონასთან“ სათამაშოდ ემზადება. „მამლების“ არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კი „ბლაუგრანას“ დამარცხებას აპირებს და ამისთვის დამატებითი მოტივაციაც გააჩნია.

„ესპანიოლის“ გულშემატკივარი ვარ და ამიტომ „ბარსელონას“ დამარცხება ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. ბარსელონაში დიდი ხანი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, შესაბამისად, ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ. მე დიდ პატივს ვცემ „ბარსას“, მაგრამ ჩვენი გზები გაყოფილია, ჩემი გზა სხვა მიმართულებით წავიდა და ამ გუნდში არასდროს ვიმუშავებ.

შარშან „რეალის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, ახლა „ბარსელონას“ ჯერია. ეს ტურნირი გვეხმარება განვითარებასა და გაზრდაში“, - აღნიშნა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113929