ფეხბურთი

14:26 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხი რობერტო „ბარსელონას“ „ტოტენჰემთან“ და „ვალენსიასთან“ ვერ დაეხმარება

„ბარსელონას“ 26 ესპანელი ფეხბურთელი სერხი რობერტო გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემის“ და ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

სერხი რობერტომ „ბილბაოსთან“ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და მისი გამოჯანმრთელების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სერხი რობერტოს ანგარიშზე ექვსი ზუსტი საგოლე გადაცემაა.

0.120324