ფეხბურთი

3:46 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის ზედიზედ მეორე მატჩი და "მილანის" ნანატრი გამარჯვება

იტალიის სერია A-ში სამმატჩიანი ფრეების სერია დაასრულა „მილანმა“ და ჯენარო გატუზომ ცოტა ამოისუნთქა. „როსონერის“ ძლიერი მეტოქე ჰყავდა „სასუოლო“ და მთავარი ვარსკვლავიც აკლდა - გონსალო იგუაინი. თუმცა, ლომბარდიულმა გრანდა სეზონის საუკეთესო თამაში აჩვენა და დამსახურებულად მოიგო.

თანაც, ადვილად მოიგო, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე - 4:1. ფრანკ კესიემ დაიწყო პირველ ტაიმში მასპინძელთა რბევა და სუსომ დაასრულა ბოლო წუთზე. ესპანელს იქამდეც ჰქონდა გატანილი და დუბლი გაიფორმა, ხოლო კიდევ ერთმა ესპანელმა სამუ კასტილეხომ იტალიაში სადებიუტო გოლიც მიითვალა. მოკლედ, „მილანმა“ ხასიათიც გამოიკეთა და სატურნირო მდგომარეობაც.

ფლორენციის „ფიორენტინამ“ „ატალანტა“ დაამაცხა, მაგრამ ძალიან ბევრი პოლემიკის ფონზე. საქმე ისაა, რომ ანგარიში მასპინძლებმა ჯორდან ვერეტუს პენალტით გახსნეს, რომელიც ფედერიკო კიეზას წაქცევისთვის დაინიშნა. თუმცა, ბერგამოელების აზრით, იტალიელმა შემტევმა გააფორმა და თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მთავარი მწვრთნელები, სტეფანიო პიოლისა და კამპიერო გასპერინის შორის ლამის ჩხუბი მოხდა. სიტყვებით ბრძოლა კი თამაშის მერეც ბევრი იყო. საბოლოოდ, „იებმა“ მეორე გოლიც გაიტანეს და მესამე ადგილზე მოკალათდნენ.

ფილიპო ინძაგის „ბოლონია“ ფერზე მოდის და ზედიზედ მეორე საშინაო თამაში მოიგო. ამჯერად“უდინეზესთან“ და გამარჯვების გოლი რიკარდო ორსოლინიმ გაიტანა, რომელიც სუპერპიპომმანამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩართო თამაშში.

ლევან ჭედლიძის „ემპოლი“ დამარცხდა პარმაში, სადაც ჟერვინიომ მორიგი გოლი გაიტანა და ეს ერთადერთი გამოდგა შეხვედრაში. სასიხარულო ისაა, რომ მჭედლიძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფორვარდი მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა, თუმცა ამჯერზე თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა და აღმოჩენა კრიშტოფ პიონტეკმა გოლები ისევ გაიტანა. „ფროზინონესთან“, რომელსაც კინკილა ქულა აქვს, დუბლი მიითვალა. „ტორინოს“ რიგებში კი სადებიუტო გოლი შეაგდო სიმონე ძაძამ, რომელმაც ვერონაში „კიევოსთან“ მოაგებინა ტურინულ გუნდს. მეშვიდე ტური ორშაბათს, „სამპდორიასა“ და „სპალის“ შეხვედრით დასრულდება.

„ბოლონია“ – „უდინეზე“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 პუსეტო (32), 1:1 სანტანდერი (42), 2:1 ორსოლინი (82)

„კიევო“ – „ტორინო“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ძაძა (88)

„ფიორენტინა“ – „ატალანტა“ 2:0 (0:0)

გოლები: ვერეტუ (63, პენ), 2:0 ბირაგი (90)

„ფროზინონე“ – „ჯენოა“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 პიონტეკი (33), 0:2 პიონტეკი (36), 1:2 ჩანო (41, პენ)

„პარმა“ – „ემპოლი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჟერვინიო (33)

„სასუოლო“ – „მილანი“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 კესიე (39), 0:2 სუსო (90), 0:3 კასტილიეხო (60), 1:3 ჯურიჩიჩი (68), 1:4 სუსო (90)

თეგებისერია A
0.100087