ფეხბურთი

1:00 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: „ვილიარეალის“ მოულოდნელი მარცხი

ლა ლიგის მეშვიდე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა შედგა. სენსაციური შედეგი დაფიქსირდა „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“, სადაც ადგილობრივი „ვილიარეალი“ „ვალიადოლიდთან“ დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას კი ფლობდნენ, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში ცუდად თამაშობდნენ, რის გამოც დაისაჯნენ და საერთოდ უქულოდ დარჩნენ. „ვალიადოლიდი“ 53-ე წუთზე ეფექტური დატყმით ლეონარდო სუარესმა დააწინაურა.

„ყვითელ წყალქვეშა ნავებს“ გასათანაბრებლად ბევრი დრო ჰქონდათ და საგოლე მომენტებიც შექმნეს. მე-80 წუთზე საკუთარ საჯარიმოში კიკომ ხელით ითამაშა, ეს ეპიზოდი ვიდეორეფერთან გადამოწმდა და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ხერარდ მორენომ ვერ ივარგა, რომლის დარტყმის შემდეგაც ხორდი მასიპმა ბურთი ფეხით მოიგერია - 0:1.

ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „ალავესმა“, რომელიც „სიუდად დე ვალენსიაზე“ „ლევანტესთან“ დამარცხდა, „ბეტისმა“ შინ „ლეგანესს“ ლორენის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოუგო, ხოლო „უესკამ“ და „ხირონამ“ თითო ტაიმში პენალტები გაცვალეს და ქულები გაიყვეს.

უესკა - ხირონა 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სტუანი (37 პენ.), 1:1 მელერო (72 პენ.)

ვილიარეალი - ვალიადოლიდი 0:1 (0:0)

გოლი: ლ.სუარესი (53)

83-ე წუთზე ხ.მორენომ (ვ) პენალტი ვერ გაიტანა

ლევანტე - ალავესი 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 სობრინო (5), 1:1 ხასონი (19), 2:1 ტონიო (36)

ბეტისი - ლეგანესი 1:0 (0:0)

გოლი: ლორენი (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113395