ფეხბურთი

0:30 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ბარნლიმ“ უელსში იმარჯვა

პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მეორე სათამაშო დღეს მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. „კარდიფი“ შინ „ბარნლის“ დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

უელსელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს, თუმცა საკუთარი შანსების გამოყენება ვერ შეძლეს და საერთოდ უქულოდ დარჩნენ.

პირველ ტაიმში გოლები არ გასულა, ხოლო მეორე ნახევრის დებიუტში „ბარნლი“ დაწინაურდა: ვესტვუდი ჩაწოდებულს გუდმონდსონი გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა წონასწორობა მე-60 წუთზე აღადგინეს, მერფიმ სტუმართა მცველების უყურადღებო თამაშით ისარგებლა და დაახლოებით 18 მეტრიდან ეთრიჯს აუღებელი დაურტყა, ხოლო 70-ე წუთზე გუდმონდსონმა უკვე საგოლე გადაცემა გააკეთა და ვოკსს გამარჯვების გაატანინა - 1:2.

„ბარნლი“ 7 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „კარდიფი“ 2 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.

კარდიფი - ბარნლი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 გუდმონდსონი (51), 1:1 მერფი (60), 1:2 ვოკსი (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111427