ფეხბურთი

12:46 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტერი „ჩელსის“ 23-წლამდელთა გუნდს გაწრთვნის

ლეგენდარული ფეხბურთელი ჯონ ტერი „ჩელსის“ 23-წლამდეთა კლუბს გაწრთვნის, აღნიშნულ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კონტრაქტის მიხედვით ტერი სეზონში 800 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ტერიმ ახალგაზრდული კარიერა ზუსტად „ჩელსის“ აკადემიაში გაიარა და შემდეგ 1998 წლიდან 2017 წლამდე „არისტოკრატთა“ მთავარ გუნდში თამაშობდა. კარიერის ბოლო 2017/18 სეზონი „ასტონ ვილაში“ გაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერის მოსკოვის „სპარტაკი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეპატიჟებოდა, თუმცა ჯონმა აღნიშნული შეათავაზება იუარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130845