ჭადრაკი

13:15 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე 2017 წლის საუკეთესო მოჭადრაკე ქალად აღიარეს!

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ (ფიდე) 2017 წლის საუკეთესო მოჭადრაკე ქალად ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე დაასახელა და კაისას თასით დააჯილდოვა.

საქართველოს ნაკრების ლიდერს სპეციალური პრიზი ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე გადაეცა.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ ჯილდოზე თავის წარდგენის უფლება აქვს იმ მოჭადრაკეებს, რომლებსაც 2300 სარეიტინგო ქულა და წლის განმავლობაში 10ზე მეტი სარეიტინგო თამაში აქვს ჩატარებული. გამარჯვებული კანდიდატი ხმის მიცემის შედეგად ვლინდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112583