ფეხბურთი

14:03 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" და კონტე ისევ აქტუალური გახდა

ანტონიო კონტე და „მილანი“ კვლავ აქტუალური გახდა. მას შემდეგ, რაც „როსონერიმ“ სეზონი ცუდად დაიწყო ჯენარო გატუზოს გათავისფულების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობამ რინოს მომდევნო სამი თამაში მისცა სიტუაციის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოსტის დატოვება მოუწევს.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კი, „მილანი“ ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავს, რომელიც „ჩელსიდან“ აბარგების შემდეგ უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ სამი ფრე ითამაშა და 6 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზე იმყოფება.

0.112497