ფეხბურთი

13:36 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "განსხვავებულ თამაშს ველოდებით"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი „ჩელსისთან“ რევანშისთვის ემზადება. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, რთული თამაში იქნება, მაგრამ სათასო დაპირისპირებისგან განსხვავებულ თამაშს ელოდება.

„ადვილი არაა რევანში, როდესაც პირველი თამაში აგვისტოშია, ხოლო მეორე - მაისში. მაგრამ, თუ სამი დღეა სხვაობა, მაშინ ეს შესაძლებელია. ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება და განსხვავებულ თამაშს ველოდებით, ვიდრე ეს ოთხშაბათს იყო. ვეცდებით, რომ ბოლო მატჩში მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ“, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 4 დღის წინ ინგლისის ლიგის თასზე „ჩელსისთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ხოლო დღეს, პრემიერლიგის ეგიდით სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114288