საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვირკველია რუსულ გუნდს მხოლოდ სერიოზული წინადადებისა და დაინტერესების შემთხვევაში დატოვებს. ამის შესახებ 26 წლის ფეხბურთელმა „რკინიგზელთა“ ვებგვერდისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
კვირკველიამ სხვა და სხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, „ლესტერის“ დაინტერესებაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და საქართველოს ნაკრებზეც.
ჩემპიონთა ლიგა
"აქამდე მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე მქონდა ნათამაშები, როდესაც სიომინის კიევის „დინამო“ დავამარცხეთ, მაგრამ შემდეგ „ლიონთან“ წავაგეთ. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელიც ყველა გუნდისთვის მნიშვნელოვანია. თუ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ, ე.ი კარგ გუნდში ირიცხები. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მოვისმინე, გაოცებული ვიყავი, ტირილამდე ცოტა დამაკლდა. ეს ნამდვილი ოცნებაა, მაგრამ ახლა სხვა ოცნება მაქვს - ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“.
ცუდი სტარტი ჩემპიონატში
„ჯერ არაფერი დასრულებულა. ბევრ რამეს ამბობენ და შარშანაც საუბრობდნენ. მაგრამ სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ მინდოდა ჩემპიონები გავმხდარიყავით. არავის სჯეროდა ჩემი, მაგრამ ამის გაკეთება მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ახლა უფრო რთული იქნება, მაგრამ ერთად ვიბრძოლებთ“.
„ლესტერის“ შესახებ
„იყო მხოლოდ ჭორები, მაგრამ კონკრეტული არაფერი. თუ „ლოკომოტივს“ დავტოვებ, მხოლოდ სერიოზულ გუნდში გადავალ. ყველა გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ, მაგალითად "ლევანტეში" წასვლას აზრი არ აქვს. „ლოკომოტივი“ ევროსარბიელზე მუდმივად თამაშობს და ახლა პრემიერლიგა ძალიან კარგი ჩემპიონატია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ახალი სტადიონებია, რომლებიც ივსება, განსხვავებული ატმოსფეროა. 26 წლის ვარ და კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაკავშირებს. სიომინი ამბობს: „მცველის კარიერა 28 წლიდან იწყება“. და, მე 26 წლის ვარ. აქ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ „ლოკომოტივის“ წარმატებებისთვის“.
ყველაზე ძლიერი მეტოქე
„დიეგო კოშტა „ატლეტიკოდან“, რომელიც ძალიან ძლიერია, ეჭვგარეშეა“.
გარეთ ბეილი
„არავის მეშინია. მე ვთამაშობ თავდამსხმელების შესაჩერებლად და თუ ფეხბურთელს რაღაცის ეშინია, უმჯობესია მოედანზე არ გავიდეს. ყველა ოცნებობს ჩემპიონთა ლიგაზე ბეილის, რონალდუსა და სხვების წინააღმდეგ სათამაშოდ“.
პოპულარობა საქართველოში
„საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ნაკრებმა ორი თამაში მოიგო და ხალხი ბედნიერი იყო. ლატვიასთან სტადიონზე 50 ათასი გულშემატკივარი მოვიდა! ერთი ოცნება აქაც მაქვს - საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენ გვესმის, რომ ერთა ლიგა საუკეთესო შანსია და ძლიერი გუნდი გვყავს“.
კრიტიკა
„კრიტიკას პატივს ვცემ. არ მინდა ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კარგად ვითამაშე. როდესაც, მაკრტიკებენ, უფრო მეტად ვვარჯიშობ. ზოგადად ასე ვარ არამარტო ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაშიც".
იდეალური დღე
„გამარჯვების დღე. ბიჭები ყველანი ბედნიერები ვართ და ყველას კარგი განწყობა აქვს. შემდეგ ჩემს ოჯახთან ერთად რესტორანში მივდივარ, ვხვდები მეგობრებს. დამარცხების შემდეგ კი ფიქრობ, შემდეგ თამაშზე. თუ წაგების შემდეგ კარგი განწყობა გაქვს, გამოდის, რომ შენი საქმე არ გიყვარს“.
საკუთარი თავის რწმენა
„როგორც სიომინი ამბობს, როდესაც კარიერას დაასრულებ, უნდა იცოდე, რატომ ითამაშე, რას მიაღწია? - მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის და მიხვდე, რომ ფეხბურთში რაღაცის მიღწევა შეგიძლია. სახლში ორი ოქროს მედალი მაქვს, ერთი ჩემპიონატის, მეორე - თასის. სასიამოვნოა მათი დანახვა“.
მაისურების არგაცვლა
„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი მაისური შევჩენკოს გავუცვალე. ასევე მაქვს ეტო’ოს „ანჟის“ მაისური. ნამდვილად არ ვიცი, მას სურდა თუ არა, ჩემი მაისური, მაგრამ მე ნამდვილად მინდოდა მისი. ახლა კი, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. დედაჩემი ყველა ჩემს მაისურს ინახავს პირველი მატჩებიდან მოყოლებული. „ზენიტის დუბლების“, „რუბინის“, „ლოკომოტივის“, საქართველოს ნაკრების... არავის აძლევს, მეც კი".
ხავი გრასია
„ამ ისტორიაში საფეხბურთო ასპექტი ნულოვანია. თუ გუნდი პირველ ადგილზე იქნებოდა და კარგად ითამაშებდა, სიტყვას არ ვიტყოდი, მაგრამ 6 თვე ვარჯიშობ და ვერ თამაშობ. თანაც, არ იცი, რატომ... ეს იყო ნამდვილი სტრესი. რომ არა „ლოკომოტივი“ და სიომინი შესაძლოა, ფეხბურთი აღარც მეთამაშა. ასევე მადლიერი ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის, რომელმაც მითხრა: „საბა წონა გააკონტროლე, ივარჯიშე, მჭირდები და სჭირდები შენს ეროვნულ ნაკრებს. რომ არა ეროვნული ნაკრები, არ ვიცი, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია. „რუბინში“ კი უპატივცემულობას ვგრძნობდი და ეს ფსოქოლოგიურად რთული მომენტი იყო“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საბა კალაზე მაგარია კოსტაკურტა მალდინი შეადარე სიომინის ბანძებს
ლევანტე რატო დაიწუნა
სეგუნდა დივიზიონში გავარდნის საფრთხის გამო, ალბათ (ხელფასიც მნიშვნელოვანი მომენტია, რა თქმა უნდა)
კახი კალაძის დონის არისო და ლესტერში არ აიყვანეს,პოლიტიკის გამო თუ უბრალოდ არ ვიცი რისი ბრალია რომ კახის საფეხბურთო კარიერა არაა ისე შეფასებული როგორც საჭიროა,ტიპი იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობდა და მისი მეწყვილეები იყვნენ მალდინი,ნესტა,კაფუ რომლებიც მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მცველები არიან,კალასნაირი მშრომელი ბევრი ფეხბურთელი რომ გვყოლოდა ან გვყავდეს რაღა გვიჭირს,ეხლა რაც შეეხება ტრამპლინად რუსულ კლუბს თუ მაგარი ხარ რუსეთში კი არა ბურუნდში შეგნიშნავენ მაგრამ აქ უკვე მისი პირადი პოზიციაა რომ პრემიერ ლიგის,პრიმერას ან ბუნდესლიგის მაჩანჩალა კლუბში ყოფნას აქ მირჩევნიაო,აქ ბევრი ფაქტორია
ამას თუ ლესტერი სთავაზობდა კონტრაქტს და არ წავიდა კარგად ყოფილა საქმე დარჩეს რუსეთში იყოს ბედნიერი
მშვენივრად არის რა ლესტერი მთავარია არ მოუკლოს სადაც არის სათამაშო პრაქტიკა აქვს ნაკრებს ადგება
ლესტერი არა,ბარსელონა სთავაზობდა კონტრაქტს და ჩელსი,მაგრამ რუსეთს ვერვდავტოვებო
ვაააააახ ფდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
რატოა ზღაპრების დონეზე კალაძეს არაფრით ჩამუარდება კალაძეზე სწრაფია და მგონი ნაკრებში 100 ყველაძე სწრაფად ფარავს კალაძე იზიკური მონაცემების ხარჯზე გაქაჩა დატუმბა ლობანოვსკიმ და შეძლო ფსიქოლოგიური სიმყარე შეენარჩუნებინა თან გამართლების მომენტიც არი მილანის სკაუტი აღმოსავლეთ ევროპაში ქართველი იყო თანამედროვე ფეხბურთში ფსიქოლოგიური მდგრადობა ძალიან ბევრს ნიშნავს გადაზრდილია რუსეთისთვის საშუალო დონის ტოპ ლიგის გუნდში თუ გაქაჩავა გამოჩნდებოდა თუ ექნებოდა შანსი ტოპ კლუბში თამაშის და აი ზუსტად ამიტო უნდა წავიდეს რუსეთიდან.
პოზიციას კარგავს,ფეხით თამაშში ჩამოუვარდება,საფეხბურთო აზროვნებით ჩამოუვარდება..და კიდევ ბევრი)კალაძე ბოლოს ჯენოაში რო იყო,იტალიის სეზონის სიმბოლურში შეიყვანეს.
უპატივცემლობაა კალაძის შედარება კვირკველიასთან,როგორი ცუდი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს კახას მიმართ.ბოლო-ბოლო კალაძე იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც.ეგ ისეთია,გვილია ყიფიანს რო შეადარო,რადგან ორივე ნახევრად მელოტია
mjgiri
დედარიანმა თქვა ერთხელ ქართველი ფეხბურთელის კარიერა იქსპიატის ყიდვასთან ერთად მთავრდებაო.მხოლოდ ფულს რომ ხამდებიან და სხვა დანარჩენი ფეხებზე კიდიათ იმიტომაცაა ქართული ფეხბურთი ნაგავში....უამბიციო ხალხია,არანაირი კარიერული წინსვლა არ აინტერესებთ ქართველებს,მხოლოდ ფული...
არაა წინსვლა ლოკომოტივიდან,სადაც რუსეთის ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლები,ტოპ-ჩემპიონატის საშუალოზე დაბალ კლუბში გადასვლა წინსვლა.აქ ბევრი მიზეზი და რისკებია.მარტივად შეიძლება კარიერის გაფუჭებაც.ანუ რისკზე უნდა წავიდეს.
და ლესტერმა არ იყიდა,ისევე როგორც არ იყიდის რომელიმე ევერტონი.
+
ხელფასირათქმაუნდა მნიშვნელოვანია მაგრამ თუ ტრამპლინად გამოყებებს დაბალხელფასიან კლუბს შემდგომ სად უფრო მეტი ექნება ტოპ გუნდში თუ ლოკომოტივში დამთავარი არამგონია ნამდვილი სპორტსმენი ვისაც ამბიცია ააქვს დიდი ფწხბურთი ითამაშოს 10 ათასით მეტი ექნება თუ ნაკლები რამეს ნიშნავდეს კარგი ლოჯოში აქქვს ვთქვათ 50 და ლესტერში 0 და მერე თუ აამტკიცებს თავისას ექნება 250 ასე რომ ფული უკვე არაფერს ნიშნავს მანდ ერთი მთავარი მომენტი ნდა გაითვაკისწინოს შანსი აქვს კალაძის დონეზე გავიდეს და სიიომმინი აფერხეს ამას უნდა მიცხვდეს რგირც ასათიანს მოუვიდა ისე არ უნდა დაემართოს.
10 ათასზე არაა ლაპარაკი.აქ წლიური 400-600 ათასი იქნება განსხვავება და ეგ ბონუსების გარდა.ლესტერში კარგ ხელფასს მისცემდნენ,მაგრამ ლესტერს ჰყავს ისედაც ცენტრალური მცველები და არ იყიდეს.
კალაძის დონეზე რო კვირკველია გავა,ეგ უკვე ზღაპრების სფეროდანაა.
ტრამპლინს რაც შეეხება: არის გარანტია,რომ ეს გაამართლებს და შემდეგ ტოპ კლუბში წავა?
აი თურმე რაში ყოფილა საქმე.რატო ვიშლით ნერვებს და რატო გვინდა ტოპ ლიგებში ქართველები,თითონ არ აინტერესებთ და არ უნდათ.სერიოზული გუნდი კი არა,ლევანტეს დონის გუნდიც რომ
არ ინტერრესდება ისააა დიდი უბედურება.იმიტომაც ვართ ასეთ დღეში
ხელფასში სხვაობას შენ აუნაზღაურებ,თუ ვორლდსპორტის ფორუმი? ლოკომოტივში იღებს უფრო მეტს,ვიდრე ესპენითის ან იტალიის და გერმანიის საშუალო დონის გუნდები გადაუხდიდნენ.ლესტერს კიდე არ სჭირდება კვირკველია,უფრო კვალიფიციური მცველებიც ჰყავს
შეიძლება სხვა გუნდის ტრამპლინადაც გამოყენება, ლოკომოტივიდან ეგრევე ამ "სერიოზულ" გუნდში გადასვლა რამდენად შესაძლებელია?
ეს სიომინი დიდი ჰიპნოზისტი ვინმე ჩანს. სხვა ფეხბურთელებიდანაც მსმენია მასზე. ადვილად ექცევიან მისი გავლენის ქვეშ.იდეოლოგიურად არწყულებს ამ დაბალი ინტელექტის მქონე სპორტსმენებს და ესენიც სულ მის სიტყვებს ციტირებენ ხოლმე, თითთქოს კანტი ან ჰეგელი იყოს.D D
DDD ჰეგელი და კანტი კაი იყო, ის სიომინი სპინოზას უფრო შეედრება მისი წითელი ცხვირიდან გამომდინარე ბახუსი ეყვარება.დდ
მომენტი გაანიავე ლესტერი კიარა ნებისმიერი პრემიერლიგის გუნდი რომ ყოფილიყო უნდა გადასულიყავი წარმოიდგინე სეზონშიმინიმუმ 10 მსოლიო დონის ჩემპიონთა ლიგის დონის კლუბებთან(მან. სიტი, მა. იუნაიტედი. ლივერპული ჩელსი არსენალი)ამათ წინააღმდეგ თამაში ჯობია თუ იგივე ცსკა ზენიტი თუ კრასნოდარი ან როგორ არ გირჩია არავინ სიომინს ძალიან ნუ ენდობი მესმის ცუდი დროების დროს მოგეხმარა მაგრამ ალი გადახდილი გაქვსკარგა ხანს ვეღარ გახდება ლოკომოტივი ჩემპიონი .
warmatebebi solomons, imedia gadaxval evropashi, da kidev Levante-c kai gundia ...
წელს ლოკომოტივს ცუდი შედეგები აქვს და რომელიმე სერიოზული გუნდი დაინტერესდება?
ის მაინც ვიცოდე, რომელს თვლიან რუსეთში მოთამაშე ქართველები სერიოზულ გუნდებათ.დდ
სპარტაკს და კიევის დინამოს
)
DDD ჰო ეგრეა, აბა პრემიერლიგის საშუალო გუნდებს ლესტერს და მისნაირება არ თვლიან.დდ
ნუ ესენი ძაან სერიოზულები და ისე სერიოზულები ჩერნომორეცი და კიევის არსენალი
თუ ისე ითამაშებ,როგორც ზენიტთან,"სერიოზული გუნდი" ყურადღებასაც არ მოგაქცევს