ფეხბურთი

2:15 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ: "სალაჰი? - ცხადია, საუკეთესო ჩემი გოლი იყო"

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც მოჰამედ სალაჰის გოლი საუკეთესოდ დაასახელეს. პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში გულშემატკრის კითხვა აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი გასცა:

"ცხადია, ჩემი გოლი საუკეთესო იყო... თუმცა, ცხოვრება ასეთია, ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ - მარცხდები. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ 15 წლის განმავლობაში ერთ დონეზე ვთამაშობ", - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საუკეთესო გოლი ბევრის აზრით, კრიშტიანუმ ან გარეთ ბეილმა გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება მოჰამედ სალაჰს დარჩა, რომლის გატანილი გოლი "ევერტონის" წინააღმდეგ საუკეთესოდ დასახელდა.

0.110283