ფეხბურთი

17:27 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მარსელო მოისაკლისა

მადრიდის „რეალს“ მარსელო გამოაკლდა. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელ მცველს სამედიცინო გამოკვლვეა ჩაუტარდა, რომელმაც დაზიანება დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია რა დროით მოუწევს ლაზარეთში ყოფნა მარსელოს, მაგრამ ცნობილია, რომ მადრიდულ დერბში ვერ ითამაშებს. „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება.

მარსელო ლა ლიგის ბოლო ტურში „სევილიასთან“ დაშავდა და 75-ე წუთზე მოედანი დატოვა.

0.114552