სხვა

15:33 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია: “უყურეთ ლაშა ტალახაძეს”

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF) მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მკითხველს რეკომენდაციას უწევს, ტურნირზე ლაშა ტალახაძეს უყურონ. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

“ლაშა ტალახაძე ის ძალოსანია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ვუყუროთ. ახალი წონითი კატეგორიის შემოღებამდე ტალახაძემ არაერთი არაოფიციალიური მსოფლიო რეკორდი დაამხო. მათ შორის, აკვრაში დაძლეული 264 კილოგრამით მან საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. ეს წონა ერთი კილოგრამით მეტია ირანელი ჰოსეინ რეზაზადეს მიერ 2004 წელს 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში (ოფიციალურ) დამყარებულ მსოფლიო რეკორდზე.

ლაშამ ატაცში იოლად დაძლია 214 კილოგრამი და შედეგად ორჭიდის ჯამში 478 კილოგრამს მოუყარა თავი, რაც მის მიერვე შარშან ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურ – 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში დამყარებულ მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აღემატება. ქართველ ძალოსანს მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის ატაცშიც – 220 კგ.
სავსებით შესაძლებელია, რომ ლაშას კარიერაში ყველაზე წარმატებული 2018 წელი გამოდგეს. მას შემდეგ, რაც ტალახაძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა, მისგან მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრწყინებასაც ველით. მსოფლიო პირველობა 1 ნოემბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში იწყება.

იმ შემთხვევაში თუ ლაშა ტალახაძე ისეთივე წარმატებულ ასპარეზობას შემოგვთავაზებს, ის შეძლებს გახდეს მსოფლიო რეკორდსმენი ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში. ასე რომ, ვემზადებით აშხაბადისთვის”.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112541